გთავაზობთ სამ მხიარულ თამაშს მარტივი მეთოდით ბავშვს შეგიძლიათ თვლა ასწავლოთ. გთავაზობთ სამ მხიარულ თამაშს, რომლითაც ბავშვი თვლას ისწავლის. ითამაშეთ, გაერთეთ და ისწავლეთ.
თამაში "დავითვალოთ საფეხურები"
სასარგებლოა სეირნობისას საგნების დათვლა: ხეების, მანქანების, ყვავილების... კიბეების გადათვლა, ამგვარად ბავშვს ავიწყდება დაღლა და რამდენიმე სართულის მშვიდად ასვლას შეძლებს. დათვლა მხიარული გასართობია.
ბავშვებს უყვართ ღილაკების დაჭერა. დაამახსოვრებინეთ ბავშვს თქვენი სართულის ციფრი და ლიფტში შესვლისას დააჭერინეთ თითი.
თამაში "ციფრები"
ეს თამაში სახლში შეგიძლიათ ფურცელზე, ხოლო ქუჩაში ცარცით ითმაშოთ, ან პლაჟზე - ქვიშაში. თუ ბავშვმა იცის, როგორ გამოიყურება ციფრები, დაეხმარეთ მათ მოხატვაში. ზოგიერთი განზრახ დახატეთ შეცდომით, რათა ბავშვმა გამოგისწოროთ.
თამაში "ჯადოსნური ჯოხი"
თითით ჰაერში მოხატეთ ციფრი, ისე, რომ ბავშვმა გამოიცნოს და ქაღალდზე გადაიტანოს. ვინც გამოიცნობს, ახლა ის მოხაზავს ჰაერში ციფრს. ასე ცვალეთ როლები. ეს თამაში გამოგადგებათ იმ დროსაც, როცა ბავშვი ასოების სწავლას დაიწყებს.