ერთი სიტყვით, საკმაოდ უწყინარი და სასარგებლო გასართობია ბავშვების ხუთ ყველაზე საყვარელ გასართობს შორის გასაფერადებელებიც შედის. ეს აქტივობა მთელი მსოფლიოს ბავშვებში პოპულარულია და აქტუალობას არასოდეს კარგავს. გასაფერადებლები ყველაზე კარგად არდადეგებზე "მუშაობს" - ის თითქმის ერთადერთი საშუალებაა შუადღის პაპანაქებაში ბავშვი შინ გასაჩერებლად, თანაც ისე, რომ მშვიდად იჯდეს და მისთვის სასარგებლო საქმეც აკეთოს. დიახ, გაფერადება საკმაოდ ბევრ სასწავლო უნარს აძლიერებს: პირველ რიგში ფანტაზიასა და შემოქმედებით უნარს, რის გარეშეც კრეატიული და ლოგიკური აზროვნება წარმოუდგენელია. ხელს უწყობს ყურადღების მობილიზებას, ხვეწს ხელის მოძრაობას, რაც სამომავლოდ ბავშვის კალიგრაფიას სასიკეთოდ წაადგება. ერთი სიტყვით, საკმაოდ უწყინარი და სასარგებლო გასართობია, ამიტომაც ვიფიქრეთ, რომ ბევრ მშობელს დაინტერესებდა გასაფერადებლების ახალი კომპლექტი, რომელიც ახლახან გამოჩნდა გაყიდვაში. "გააფერადე არდადეგებზე" ასე ქვია კომპლექტს, რომელშიც 5 გასაფერადებელი შედის და საჩუქრად 6 ფერიანი ფანქრების ნაკრებიც მოყვება. მთლიანი კომპლექტის ფასი 3 ლარია. როგორც გავარკვიეთ, ეს პროექტი
საბავშვო ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" შემქნელებისგანაა და ერთგვარ საზაფხულო აქციას წარმოადგენს ბავშვების წასახალისებლად.
"ეს პროექტი სპეციალურად არდადეგებისთვისაა გამიზნული. გასაფერადებელი და კროსვორდები ყველაზე მოთხოვნადი რუბრიკებია ჟურნალში. ამიტომ ცალკე გამოვეცით და საჩუქრად ფანქრებიც დავურთეთ. ეს კომპლექტი, პრაქტიკულად, სიმბოლურ ფასადაა. ეს არის ერთგვარი წამახალისებელი აქცია ჩვენი ერთგული და ასევე პოტენციური მკითხველებისთვის. "საბავშვო კარუსელი" მთელი ზაფხულის განმავლობაშიც ყოველ პარასკევს გამოდის, თუმცა სხვადასხვა კურორტებზე გაბნეულ ბავშვებს უჭირთ ყოველ კვირა ახალი ნომრის შეძენა. ეს კომპლექტი კი, ჩათვალეთ რომ, აგარაკზე "გასაყოლებელი" სათამაშოა - 5 გასაფერადებელი ფანქრებთან ერთად, რომელსაც კროსვორდებიც ერთვის, ერთ ბავშვს კარგა ხანს ეყოფა" - აცხადებენ ჟურნალის რედაქციაში. მათივე თქმით, კომპლექტები იყიდება როგორც პრესასთან ერთად, ასევე მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსშიც".