მას უამრავი ბავშვი ელოდა 22-26 სექტემბერს უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელის, რადგან ეს ის დღეებია, როდესაც თბილისში უპრეცედენტო მასშტაბური საერთაშორისო მუსიკისა და ხელოვნების საბავშვო კონკურს-ფესტივალი აიღებს თავის სტარტს. მსგავსი პროექტის ანალოგი უამრავ ქვეყანაში არსებობს და ყოველწლიურად წარმატებით ტარდება, წელს კი თბილისიც შეუერთდება მათ რიგს და ეს იქნება პირველი, თუმცა არა ერთადერთი კონკურსი, რადგანაც იგი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება უფრო და უფრო დიდი ფორმატით.
ფესტივალის ორგანიზატორი ა.ა.ი.პ „სტარტ-ფესტია“ და კონკურსი მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის პატრონაჟით ტარდება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც არის 6-17 წლამდე და აქვს სიმღერის, ცეკვის ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ნიჭი.
რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიოთ საიტს www.startfest.ge და გაეცნოთ რეგულაციებს, შეავსოთ აპლიკაციის ფორმა და აუდიო ან ვიდეო ჩანაწერთან ერთად გამოგზავნოთ მეილზე info@startfest.ge
იჩქარეთ, რეგისტრაციის ვადა 15 სექტემბრამდეა. თქვენ გაქვთ შანსი გახდეთ პირველები, აიღოთ სტარტი თქვენს მომავალ შემოქმედებით კარიერაში და გაგიცნოთ სხვადასხვა ქვეყნის შემოქმედებითმა ჯგუფებმა.