მიიღეთ მონაწილეობა ფოტოკონკურსში "ჩემი მხიარული ზაფხული" მიიღეთ მონაწილეობა ფოტოკონკურსში "ჩემი მხიარული ზაფხული". წესები ძალიან მარტივია.
შეარჩიეთ ან გადაიღეთ ფოტო, რომელიც შეეფერება თემას "ჩემი მხიარული ზაფხული";
გადმოაგზავნეთ ბავშვის (ან ბავშვების) ფოტო ინტერნეტფოსტაზე info@mshoblebi.ge, გააგებინეთ ყველა ახლობელს და სთხოვეთ, ხმა მისცენ ფოტოსურათს, რომელიც mshoblebi.ge-ზე რუბრიკა "საბავშვო კარუსელის" ფოტოკონკურსის გვერდზე გამოქვეყნდება.
გაიმარჯვებს ის ბავშვი, ვისი ფოტოც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს და როგორც ჟურნალისგან, ასევე საიტისგან საინტერესო პრიზებს მიიღებს.
ფოტოკონკურსის გამარჯვებულისა და საუკეთესო მონაწილეების ფოტოები ჟურნალ "საბავშვო კარუსელში" გამოქვეყნდება.