”კარგად მოიქეცი, თუ გინდა, რომ ახალ წელს თოვლის ბაბუამ ბევრი საჩუქარი მოგიტანოს” ”კარგად მოიქეცი, თუ გინდა, რომ ახალ წელს თოვლის ბაბუამ ბევრი საჩუქარი მოგიტანოს” - ამ ფრაზით ბავშვების დაყოლიება თითქმის ყველაფერზე შეიძლება. თოვლის ბაბუასთვის მიწერილ წერილებში ათასგვარ საჩუქრებს შეხვდებით, კამფეტებით დაწყებული პლანშეტებით დამთავრებული. თუმცა ”ბასტი-ბუბუს” დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ დრო, ცხოვრების სტილი და შესაბამისად, ბავშვების სურვილები შეიცვალა. ბავშვები თოვლის ბაბუას სათამაშოების ნაცვლად, უკვე სუპერ ძალებს სთხოვენ.
ამ სურვილების ასრულება კი ”ბასტი-ბუბუმ” გადაწყვიტა. საახალწლოდ, ტრადიციულად, მიუვათ ბავშვებს სათამაშოები და ტკბილეული, მაგრამ სუპერ ძალებისთვის თოვლის ბაბუმ ერთი დღე- 2 იანვარი ითხოვა. ამ დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეიკრიბებიან ის ბავშვები, ვისაც სუპერ ძალები უნდათ. ეს ძალიან მაგარი საახალწლო საჩუქარი იქნება ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც, სუპერ ძალები ხომ ყველას სჭირდება.
წარმოდგენის მთავარი ხიბლი ის არის, რომ მისი მთავარი გმირები გახდებიან ბავშვები და ისინი თოვლის ბაბუასთან ერთად იპოვიან ლურჯ ფრინველს ანუ ბედნიერებას. ლურჯი ფრინველი კი თოვლის ბაბუას ბავშვებისთვის სუპერძალების მოსატანად სჭირდება. ბასტი, ბუბუ, ბაბილინა, გიო და რეჟისორი გოგიჩა ლურჯი ფრინველის საპოვნელად მიემგზავრებიან ჯადოსნურ სამყაროში.
როგორია ჯადოსნური სამყარო, რას ნიშნავს ლურჯი ფრინველი და კონკრეტულად რა სიურპრიზები ელოდებათ ბავშვებს 2 იანვარს გახდება ცნობილი. ”ბასტი-ბუბუ” 15:00 და 18:00 საათებზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ელოდება ყველას, ვისაც ამ კითხვებზე პასუხი აინტერესებს და უნდა, რომ 2017 წელი განსაკუთრებული საჩუქრებითა და სუპერ ძალებით დაიწყოს.