ვინ არის ემილი, რომლის ცხოვრებას უამრავი ქართველი ბავშვი ადევნებს თვალს
ვინ არის ემილი, რომლის ცხოვრებას უამრავი ქართველი ბავშვი ადევნებს თვალს
დაახლოებით ერთი წლის წინ ინტერნესივრცეში გამოჩნდა შემეცნებითი და გასართობი ვიდეოები პატარა გოგონაზე - ემილიზე. მალე მისი არხიც გამოჩნდა იუთუბზე - ემილი-tv. მოგეხსენებათ, ჩვენს პატარებს ინტერნეტი და ასეთი ტიპის ვიდეოები ძალიან მოსწონთ, მით უმეტეს გაუხარდათ, როცა მათ ეკრანიდან არა ინგლისურად ან რუსულად, არამედ ქართულად ესაუბრებოდა პატარა, მათნაირი გოგონა და ათასგვარ ამბავს უზიარებდა. ემილის თავგადასავლებმა, მისმა სახალისო გაკვეთილებმა თუ უბრალოდ ყოველდღიურმა თამაშ-გართობამ პოპულარობა მალე მოიპოვა და დღეს უკვე არხს 20 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. რასაკვირველია,
დავინტერესდით ემილის პიროვნებით, მისი ოჯახით, მათი საქმიანობით და ინტერვიუსთვის ემილის მამას, ლევანს
მივმართეთ (მისივე თხოვნით, გვარს არ ვასაჯაროებთ).

- საიდან გაგიჩნდათ არხის შექმნის იდეა?
- თვითონ ემილი დიდი ინტერესით უყურებდა ხოლმე ამავე ტიპის ინგლისურ და რუსულენოვან ვიდეობს, ქართულად მსგავსი რამ ინტერნეტსივრცეში არ მოიპოვებოდა და სწორედ აქედან გაგვიჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა ანალოგიური, ქართულ რეალობაზე მორგებული ვიდეოები ქართველი ბავშვებისთვის. დიდი გათვლები და ჩანაფიქრი არ გვქონია, მარტივად მოვიფიქრეთ და სისრულეში მოვიყვანეთ. მერე მოხდა ისე, რომ გაჩნდა ინტერესი, იმატა ნახვების რაოდენობამ, შევქმენით იუთუბ-არხი ემილი-tv და უკვე 20 ათასზე მეტი გამომწერი გვყავს.

- თემებს ვიდეოებისთვის ვინ არჩევს - თქვენი ინიციატივით ხდება შერჩევა, თუ ემილი წყვეტს?
- ამ საქმეში ჩართული ვართ მთელი ოჯახი - მე, ჩემი მეუღლე და ემილი, ერთ-ერთი ჩვენგანი რომ არ იყოს, არაფერი გამოვიდოდა. თემის შერჩევაზე ბევრს არ ვფიქრობთ, სპონტანურად ვწყვეტთ ხოლმე, მაგრამ ისეთ რაღაცას ვირჩევთ, რაც ბავშვს მოეწონება. სცენარს ჩემი მეუღლე წერს, მე ვიღებ და ვამონატჟებ, საკმაო დრო მიაქვს, შრომატევადია, მარტივად ნამდვილად არ ხდება, ყველა დეტალს ყურადღების მიქცევა სჭირდება. თვითონ გადაღების პროცესი ემილის ძალიან მოსწონს, ბევრი რაღაც სცენარში სულაც არაა და ემილის იმპროვიზაციაა, მაგრამ ვთვლი, რომ სწორედ ეს მოსწონს ბავშვებს და ზოგადად მაყურებელს. ზოგს ჰგონია, ემილის ვაიძულებთ ვიდეოებში მონაწილეობს, მაგრამ ასე არაა, პირიქით, სიამოვნებას იღებს ამით, მეტიც - თუ ისე მოხდა, რომ ცოტა დაგვიგვიანდა გადაღება, ითხოვს.

- ცოტა მეტი მოგვიყევით თქვენზე და თქვენს მეუღლეზე...
- ჩემი მეუღლზე წარმოშობით რუსი გახლავთ, კოსმეტოლოგია და მუშაობს თავისი პროფესიით. 8 წელიწადზე მეტია ერთად ვართ, მეც სტანდარტულად ვმუშაობ და როგორც კი თავისუფალ დროს ვნახულობ, ვცდილობ, ემილისთან და ზოგადად ოჯახთან გავატარო. ბავშვს ძირითადად ჩვენ - მშობლები ვზრდით, კვირაში ერთხელ შეიძლება დაგვჭირდეს დამხმარე, სხვა მხრივ ემილი ძირითადად ჩვენს გარემოცვაშია. მეც და დედაც, რამდენადაც შესაძლებელია ჩართულები ვართ მის აღზრდაში. ზოგს ჰგონია, ვინმე ცნობილი ადამიანი ვარ და ამიტომ არ ვჩანვარ ვიდეოებში, არადა, მსგავსი არაფერი ხდება, უბრალოდ ასე გადავწყვიტეთ, თუმცა შესაძლოა, ერთ დღეს კადრშიც აღმოვჩნდე.

- როგორია ემილის ყოველდღიური ცხოვრება, ანუ ის, რასაც მაყურებელი ვერ ხედავს...
- როგორც ყველა ბავშვს, ემილისაც ძალიან უყვარს თამაში, ზღაპრები. ძალიან დამჯერია და ვფიქრობ, ეს კარგი თვისებაა. რაღაცას რომ ეტყვი, მოგისმენს და ითვალისწინებს. დადის ბაღში და ძალიან უყვარს გასართობი ცენტრები, ჩვენც ვცდილობთ, როგორც საშუალება მოგვეცემა, რომელიმე გასართობ ცენტრში წავიყვანოთ.
mshoblebi
- ვიდეოებში ემილისთან ერთად ჩანს ელენე და ბაბუ, მათ შესახებ გვითხარით, ვინ არიან ისინი? ბაბუ, ნამდვილად ემილის ბაბუაა?
- ელენე ჩემი მეუღლის მეგობრის შვილია, რეალურ ცხოვრებაშიც ხშირად არიან ელენე და ემილი ერთად და კარგად უგებენ ერთმანეთს. ბაბუ კი ნამდვილად ემილის ბაბუა, ჩემი მეუღლის მამა, ეროვნებით რუსია, მაგრამ ინგლისური ენის სპეციალისტია, თან საკმაოდ ძლიერი და წარმატებული. ჩემი მეუღლის მშობლები საქართველოში არ ცხოვრობენ, ზაფხულობით ჩამოდიან და შანსს არ ვუშვებთ ხელიდან, რომ ჩვენი ბავშვებისათვის ინგლისური ენის გაკვეთილები ჩავატარებინოთ. მერე ვიფიქრეთ, რომ ამ ყველაფრის გადაღებაც კარგი იქნებოდა და სისრულეში მოვიყვანეთ.

- თქვენი ვიდეოები ძირითადად რა სეგმენტზე გათვლილი? მე მგონია, რომ დაახლოებით 3-დან 8-10 წლმადე ბავშვებისთვისაა...
- კი, მეტიც. 10 კი არა, ვფიქრობიდით, რომ 3-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვები დაინტერესდებოდნენ ამით, მაგრამ ფეისბუქ-გვერდზე უფრო დიდი, 10-11-12 წლის ბავშვებიც გვწერენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უყურებენ. სხვათა შორის, ჩვენ გვაქვს სხვა რესურსიც, სადაც იმავე ტიპის ვიდეოების განთავსება ხდება, ოღონდ ისინი უკვე განკუთვნილია შედარებით უფროსი ასაკის ბაშვებისთვის, აქ ემილისთან და ელენესათან ერთად მოანწილეობენ და-ძმა გოჩო და ლიზი.
mshoblebi
ემილი და ელენე

- ემილის ქუჩაში ცნობენ? რა რეაქცია აქვს ხოლმე ამაზე?
- კი, ცნობენ და არა მარტო ბავშვები, უფროსებიც, გვქონია შემთხვევა. ემილის ბებიის ასაკის ქალები მოსულან და უთხოვიათ ფოტოს გადაღება, შვილიშვილს ვანახებთო. ეს ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, ამით ჩანს, რომ არა მარტო ბავშვები, უფროსებიც უყურებენ ჩვენს ვიდეოებს. თავიდან ცოტა იბნეოდა ხოლმე ემილი, ვერ ხვდებოდა, უცნობი ადამიანები რატომ მოდიოდნენ და ფოტოს გადაღებას რატომ სთხოვდნენ, ალბათ რთული გასაგებია ბავშვისთვის, მაგარამ ახლა უკვე აღარ აქვს პრობლემა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- ბევრი გეგმა და იდეა გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით გაჟღერება შეიძლება არც ღირს, იმიტომ, რომ სისრულეში როგორ და რა ფორმით მოვიყვანთ, წინასწარ ძნელი სათქმელია...
ციცი ომანიძე
71486
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (25)
მარი
1
რა არის დებიუტი?
19:11 / 18-02-2020
მარიამი
1
გამარჯობა მარი ჩიტაური ვარ
19:08 / 18-02-2020
myquiz
მსგავსი სიახლეები