დღეს სიტუაცია შეიცვალა ქართველები ჩაცმულობაში რომ მუქ ფერებს ანიჭებენ უპირატესობას, ეს ფაქტი ახალი არ არის.
რამდენიმე წლის წინ, სტუდენტებიც კი, იშვიათად იცვამდნენ ფერად ტანისამოსს, თუმცა, დღეს სიტუაცია შეიცვალა. საკმაოდ ხშირად შეხვდებით ქუჩაში საინტერესოდ ჩაცმულ ახალგაზრდებს.
გადავწყვიტეთ მივსულიყავით თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტში და გვენახა, როგორ აცვიათ ქართველ სტუდენტებს.
წარმოგიდგენთ "შავი ზღვის", "თავისუფალი" და "აგრარული უნივერსიტეტის" სტუდენტების ლუქებს.