დაათვალიერეთ ფოტოები და შეარჩიეთ "სათქვენო" სტილი
სეზონის ცვლას სხვა თავისებურების გარდა მტკივნეული კითხვა - "რა ჩავიცვა" ახლავს თან. განსაკუთრებით მშობლებს აქვთ საფიქრალი, რადგან ცდილობენ, ისეთი სამოსი შეარჩიონ, რომელიც შვილებს გაციებისგან დაიცავს. რა თქმა უნდა, სამოსი თბილთან ერთად კომფორტულიც უნდა იყოს და მოდურ ტენდენციებსაც მეტ-ნაკლებად პასუხობდეს. როგორი სამოსი ითვლება შემოდგომა-ზამთრის ამ სეზონზე ბავშვებისთვის მოდურად. ამ საკითხზე ბუნებრივია, დიზაინერები ბევრს ფიქრობენ და ტანსაცმლის შექმნასთან ერთად რჩევებსაც უზიარებენ მშობლებს.
როგორც ირკვევა, 2017-2018 - შემოდგომა - ზამთრის სეზონის მოდური საბავშვო ტანსაცმელი მაქსიმალურად მიმსგავსებულია უფროსების ჩაცმის სტილს. შესაბამისად, ამ სეზონზე ბავშვებისთვის შეიძლება შევარჩიოთ, რბილი ნეიტრალური ტონებითა და მბზინავი დეტალებით შექმნილი სამოსი. დიზაინერები თვლიან, რომ საუცხოო ფერების საშუალებით ბავშვის ტანსაცმელი გამოიყურება ძალიან ელეგანტურად, ლამაზად და ეფექტურად, რაც თავისთავად აისახება მათ გუნება-განწყობაზე პოზიტურად.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე და ნახეთ სხვა ფოტოებიც
{{ArticleSplitCont}}
\