ყოველმა მესამე დედამ აღიარა, რომ სარკეშიც იშვიათად იხედება ბავშვის გაჩენის შემდეგ თურმე, ეს მარტო ჩვენთან არ ყოფილა პრობლემა. ბრიტანეთში საკმაოდ მასშტაბური გამოკითხვა ჩატარდა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ბრიტანელი დედების უდიდესი ნაწილი ბავშვის დაბადების შემდეგ კარგა ხანს არ აქცევს ყურადღებას საკუთარ გარეგნობას.
ყოველმა მესამე დედამ აღიარა, რომ სარკეშიც იშვიათად იხედება ბავშვის გაჩენის შემდეგ ან საერთოდაც არ იხედება. გამოკითხულთა 87%-ის თქმით, იძულებული გახდნენ უარი ეთქვათ მაღალ ქუსლებზე, მსხვილ სამკაულებზე. 28%-მა დაიჩივლა, რომ მშობიარობის შემდეგ გაუქრა მაკიაჟის, ვარცხნილობის გაკეთების თუ შოპინგის სურვილი.
გარკვეული ტიპის სამოსიც თურმე ახალბედა დედების დიდ გაღიზიანებას იწვევს მას მერე, რაც შვილი უჩნდებათ – მოტმასნილი სამოსი (თუ აქამდე მოსწონდათ მისი ტარება, ახლა თავს არაკომფორტულად გრძნობენ), ღილები (მის შეკვრას ბევრი დრო მიაქვს და სად რჩება დრო ახალბედა დედას?), წელვადი ქსოვილები, ელვაშესაკრავები, სინთეტიკური ქსოვილები.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – დედების დიდმა ნაწილმა აღიარა, რომ თავიანთი ქალიშვილების ხშირად შურთ, რადგან საბავშვო გარდერობი გაცილებით მრავალფეროვანი და მოდურია, ვიდრე მათი საკუთარი.