ქართველი დიზაინერი გოგონა, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე მიიწვიეს
ქართველი დიზაინერი გოგონა, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე მიიწვიეს
კიდევ ერთი ქართველი დიზაინერის წარმატებაზე გიამბობთ. 25 წლის მაკა ციცხვაიამ, რომელიც მოდის დიზაინერია და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, რამდენიმე დღის წინ ბუდაპეშტში წარადგინა თავისი კოლექცია და ისეთი აღტაცება გამოიწვია, რომ მილანის მოდის კვირეულზე მიიწვიეს.

- ბავშვობიდან ვოცნებობდი დიზაინერობაზე და ბედნიერი ვარ, რომ ბავშვობის ოცნება ამიხდა. თუ ადრე კოლექციას თოჯინებისთვის ვქმნიდი, დღეს ჩემს ნამუშევრებს ულამაზესი ქართველი და უცხოელი მოდელები ირგებენ. მონაწილეობა მიმიღია ჩვენებებზე როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. მაგალითად: Paper Art
Project, Tbilisi Fashion Week – Newcomers Competition, World Model Festival Georgia, European Fashion Union. თითოეული ღონისძიების წყალობით უდიდესი გამოცდილება მივიღე, რომელსაც სამომავლოდ კარიერის წინსვლისა და წარმატებისთვის გამოვიყენებ.
ბედნიერი ვარ, რომ ორივე კოლექცია წარმატებული აღმოჩნდა. პირველმა კოლექციამ საშუალება მომცა მონაწილეობა მიმეღო ბუდაპეშტში საერთაშორისო კონკურსზე, ხოლო მეორე კოლექციით მილანის მოდის კვირეულს ვესტუმრები, ასევე 6 თვის განმავლობაში ვისწავლი კრაკოვის ხელოვნებისა და მოდის დიზაინის უნივერსიტეტში.
ვფიქრობ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველა ადამიანს და განსაკუთრებით ხელოვანს, სჭირდება შრომა, მიზანდასახულობა და იღბალი.
mshoblebi
ბევრი ნიჭიერი ქართველი დიზაინერი გვყავს და ამ ფაქტს ბოლო დროს მიღწეული მათი წარმატებებიც ცხადყოფს. ეს მეტწილად იმის დამსახურებაა, რომ საქართველოში მაღალ დონეზე ტარდება მოდის კვირეულები, რომლითაც მოდის სფეროში
მოღვაწე გავლენიანი ადამიანები ინტერესდებიან, აქტიურად შუქდება სხვადასხვა დიზაინერის ჩვენება როგორც ადგილობრივი,  ასევე უცხოელი ჟურნალისტების მიერ. მიხარია, რომ ქართველი დიზაინერების შემოქმედებით უცხოეთში ინტერესდებიან.

- რა შეიძლება გახდეს ახალი კოლექციის შექნისთვის ბიძგი, საიდან მოდის მუზა?
- ახალი კოლექციის შექმნის პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, სხვადასხვა ინფორმაციის, ფოტომასალის შეგროვება. ინსპირაციის წყარო შეიძლება გახდეს თუნდაც ფილმი, მუსიკა. ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ სამოსი ვიზუალურად ლამაზი, ხოლო ფერთა გამა ერთიანი, შერწყმული იყოს. კოლექციამ უნდა მოახდინოს შთაბეჭდილება.
ეს კოლექცია სადა, პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი. პირველ რიგში კომფორტულია და არ არის შექმნილი მხოლოდ პოდიუმისთვის.
mshoblebi
- სამომავლოდ რას გეგმავთ?
- სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვემზადები მილანის მოდის კვირეულისთვის, სადაც ჩემს კოლექციას წარვადგენ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორგანიზატორებთან. მილანის მოდის კვირეულის შემდეგ კი მოვემზადები კრაკოვის ხელოვნებისა და მოდის დიზაინის უნივერსიტეტისთვის, სადაც 6 თვის განმავლობაში ვისწავლი.
mshoblebi

- ცოტა რამ მოდურ ტენდენციებზე და რამდენიმე რჩევა ჩვენს მკითხველს, გემოვნებიანად ჩაცმასთან დაკავშირებით, დიზაინერისგან...
რაც შეეხება მოდურ ტენდენციებს, წელს მოდის სფეროში დომინანტია ნათელი ფერები. ძირითადი აქცენტი კეთდება არისტროკრატულობასა და ქალურობაზე. აქტუალურია ხავერდი და ველვეტი. ისევ მოდურია ვინტაჟური სტილი, ბრჭყვიალა მასალა.
თუმცა ჩემი ზრით, ყველაზე მთავარია ის რომ არ დაკარგოთ ინდივიდუალურობა და სტილის შეგრძნება. სასურველია მოდის ტენდენციების გათვალისწინება, თუმცა აუცილებლად უნდა ერგებოდეს ჩვენს სტილს. გაითვალისწინეთ, რომ კომფორტულად უნდა გრძნობდეთ თავს იმ სამოსში, რაც გაცვიათ.
2737
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```