"არ მიყ­ვარს ცი­ვი სახ­ლე­ბი, სა­ი­და­ნაც ვერ გა­ი­გებ, ვინ ხარ" - მა­რი­ნა ბე­რი­ძის არტბი­ნა ვაკეში
"არ მიყ­ვარს ცი­ვი სახ­ლე­ბი, სა­ი­და­ნაც ვერ გა­ი­გებ, ვინ ხარ" - მა­რი­ნა ბე­რი­ძის არტბი­ნა ვაკეში
მა­რი­ნა ბე­რი­ძე ვა­კე­ში, ცენ­ტ­რა­ლურ გამ­ზირ­ზე ცხოვ­რობს. ერ­თი მხრი­დან მი­სი სახ­ლი ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირს გა­დას­ც­ქე­რის, მე­ო­რე მხრი­დან კი - ვე­რეს ხე­ო­ბას. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას კორ­პუ­სი თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზაინი­თა და პი­რო­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პ­ლექ­სის ნა­წი­ლია. შეხ­ვალთ თუ არა სა­დარ­ბა­ზო­ში, ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თ­ვის უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო დაგ­ხ­ვ­დე­ბათ: სა­ვარ­ძე­ლი მო­სას­ვე­ნებ­ლად, დი­დი, ლა­მაზ­ყ­ვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი ქოთ­ნე­ბი და სარ­კე, რო­მელ­საც ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ხში­რად სელ­ფის­თ­ვის იყე­ნე­ბენ. ამას­თან, კორ­პუსს იმ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი ლიფ­ტე­ბი აქვს, ჩემ­ნა­ი­რი მში­შა­რა ადა­მი­ა­ნიც კი უშ­ფოთ­ვე­ლად ავედი მა­ღალ სარ­თულ­ზე.

- ამ ბი­ნა­ში 2013
წელს გად­მო­ვე­დი, მა­ნამ­დე სო­ლო­ლაკ­ში, ბევ­რად უფ­რო კარგ და დიდ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი, სა­დაც 50 კვ.მ ფართობის მხო­ლოდ ვე­რან­და მქონ­და თა­ვი­სი ჰა­მა­კით, თბი­ლი­სუ­რი ეზო­თი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით... მყავ­და მე­ზო­ბე­ლი სე­და, გამ­ყიდ­ვე­ლი რი­ტა, იყო გა­და­ძა­ხი­ლე­ბი: “ა­მო­მი­ტა­ნე პუ­რი”, “სი­გა­რე­ტი გა­მი­თავ­და, ამო­მა­წო­დე”, ყა­ვას ვსვამ­დით ხე­ე­ბით და­ბუ­რულ ეზო­ში... მოკ­ლედ რომ ვთქვა, თბი­ლი­სურ ეზო­ში გა­ვა­ტა­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წლე­ბი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა უც­ნა­უ­რი რა­მეა და მოხ­და ისე, რომ 2013 წლი­დან უკ­ვე აქ ვცხოვ­რობ. ბინის ყიდ­ვის სა­კითხი რომ დად­გა, ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, ჩე­მი შვი­ლი ცხოვ­რობს პირ­ველ სა­დარ­ბა­ზო­ში და მი­სი დი­დი სურ­ვი­ლი იყო, რომ მას­თან ახ­ლოს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.


მარინა ბერიძე: "თუ შვილი კარგად არ გაზარდე, არაფერს აზრი არ აქვს"


ვა­კე სო­ლო­ლა­კის შემ­დეგ
...სო­ლო­ლაკ­ში ძვე­ლი თბი­ლი­სუ­რი მე­ზობ­ლო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი
შე­მორ­ჩე­ნი­ლია, ვა­კე­ში ამ მხრივ ცო­ტა „სი­ცი­ვეა“. სო­ლო­ლაკ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნია, ეს რას ნიშ­ნავს?! ვიც­ნობ­დი და მიც­ნობ­და ყვე­ლა, იქ ისე გავ­დი­ო­დი მა­ღა­ზი­ა­ში, რო­გორც სახ­ლ­ში ვი­ყა­ვი და ამის პრობ­ლე­მა არ მქონ­და, აქ კი პურ­ზეც რომ გა­ვი­დე, უნ­და მოვ­წეს­რიგ­დე, გა­მო­ვეწყო, რად­გან შე­იძ­ლე­ბა დი­დი მან­ძი­ლის გავ­ლა მო­მიხ­დეს ელე­მენ­ტა­რუ­ლი რა­მის­თ­ვის, „უცხოდ“ ვარ მა­ინც.
mshoblebi
რე­მონ­ტი
...ბი­ნა­ში რომ შე­მო­ვე­დი, შა­ვი კარ­კა­სი იყო და მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, ძა­ლი­ან ცუ­დად იყო ჩე­მი საქ­მე - ეს გახ­ლ­დათ სა­მო­თა­ხი­ა­ნი, პა­ტა­რა ფარ­თის ბი­ნა, სა­დაც სხვა ჩემ­თ­ვის აუცი­ლე­ბელ და სა­ჭი­რო ნივ­თებ­თან ერ­თად არ მე­ტე­ო­და რო­ი­ა­ლი. ეს რას ნიშ­ნავს ჩემ­თ­ვის, ალ­ბათ წარ­მო­გიდ­გე­ნია. მაგ­რამ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, ძა­ლი­ან კარ­გ­მა არ­ქი­ტექ­ტორ-დი­ზა­ი­ნერ­მა მა­რი­კა ცა­გა­რელ­მა მითხ­რა, შენ წა­დი, მე მივ­ხე­დავ ყვე­ლა­ფერს და კომ­პი­უ­ტერ­ში გაჩ­ვე­ნე­ბო. და­ვუ­ჯე­რე, დარ­ჩა აქ და გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­მახ­ვედ­რა ბი­ნა. ახ­ლა მაქვს ერ­თი სა­ძი­ნე­ბე­ლი, მი­სა­ღე­ბი და სამ­ზა­რე­უ­ლო. ეს კი ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია, იმი­ტომ, რომ ვცხოვ­რობ მარ­ტო. რე­მონ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თი კარ­გი ის­ტო­რია გა­მახ­სენ­და: ამ კორ­პუს­ში ძი­რი­თა­დად შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი ცხოვ­რო­ბენ, მე ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­შუ­ა­ლო დო­ნის რე­მონ­ტი გა­ვა­კე­თე. უკ­ვე აქ ვცხოვ­რობ­დი, რო­ცა ჩემ­მა ერთ-ერ­თ­მა მე­ზო­ბელ­მა და­იწყო სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და საქ­მე ცო­ტა უც­ნა­ურ „პრა­რაბს“ ჩა­ა­ბა­რა, რა­ღაც­ნა­ი­რი, „არტპრა­რა­ბი“ იყო (ი­ცი­ნის). ერთ დღეს ამ „არტპრა­რაბ­მა“ მითხ­რა, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს თქვე­ნი სახ­ლი და თუ შე­იძ­ლე­ბა, და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბო. რა თქმა უნ­და, შე­მო­ვიყ­ვა­ნე. მო­ი­ა­რა, და­ათ­ვა­ლი­ე­რა და ბო­ლოს მე­უბ­ნე­ბა, - კი, კარ­გია, არტბი­ნაა, ოღონდ იაფი­ა­ნიო (ი­ცი­ნის). მე­რე შე­მიყ­ვა­ნა იმ სახ­ლ­ში, რო­მელ­საც აკე­თებ­და და მივ­ხ­ვ­დი, რომ 3 წუთ­საც ვერ ვიცხოვ­რებ­დი იმ ძვი­რად ღი­რე­ბულ ბი­ნა­ში. ვთვლი, რომ სახ­ლი მცხოვ­რე­ბის ში­ნა­გან სამ­ყა­როს გა­მო­ხა­ტავს და გაჩ­ვე­ნებს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე, ის მუხ­ტი, აურა, სიმ­ყუდ­რო­ვე და გა­რე­მო, რაც სო­ლო­ლაკ­ში მქონ­და, აქ გად­მო­მე­ტა­ნა და ალ­ბათ ამი­ტო­მაც ჩე­მი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, მა­რი­ნამ სო­ლო­ლა­კის შემ­ცი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი გა­ა­კე­თაო. დოი კი ამ სახლს სო­ლო­ლა­კის მოკ­ლე ში­ნა­არსს ეძა­ხის (ი­ღი­მის). მინ­დო­და, ყო­ფი­ლი­ყო ის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ მა­რი­ნა სადღაც კი არ წა­ვი­და, ისევ თა­ვის სივ­რ­ცე­სა და გა­რე­მო­შია, მგო­ნი გა­მო­მი­ვი­და (ი­ღი­მის). განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები
6221
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?