საბავშვო მოდა უკვე დიდი ხანია, მოდის ინდუსტრიის სრულფასოვანი ნაწილი გახდა და დიზაინერები ისეთივე მონდომებით ქმნიან საბავშვო კოლექციებს, როგორც ამას უფროსებისთვის აკეთებენ. თანამედროვე სამყაროში მოდურად ჩაცმა მხოლოდ ზრდასრულების სურვილი და მოთხოვნა აღარაა. საბავშვო მოდა უკვე დიდი ხანია, მოდის ინდუსტრიის სრულფასოვანი ნაწილი გახდა და დიზაინერები ისეთივე მონდომებით ქმნიან საბავშვო კოლექციებს, როგორც ამას უფროსებისთვის აკეთებენ. უფრო და უფრო იზრდება მაღაზიების რაოდენობა, რომლებიც პატარა მომხმარებლებზე არიან ორიენტირებული და მათ გამორჩეულ კოლექციებს სთავაზობენ.
დიზაინერების მხრიდან საბავშვო კოლექციების შექმნა ბავშვის გემოვნების ადრეული ასაკიდან განვითარებას ემსახურება. თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ძალდატანებით. პატარებს არ უნდა დააძალოთ იმის ჩაცმა, რაც მათ არ მოსწონთ. თქვენ უნდა დაეხმაროთ ბავშვებს გემოვნების ჩამოყალიბებაში და არა აიძულოთ, რომ მაინცდამაინც ის მოსწონდეთ, რაც თქვენ მოგწონთ. ამ პროცესში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ბავშვი თავად ატაროთ საყიდლებზე, საშუალება მისცეთ, თავად მოირგონ და შეარჩიონ სასურველი სამოსი. დიდი ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ დელიკატურად დაუწესოთ შეზღუდვები და ამ ხერხით გაუღვივოთ სტილის შეგრძნება. ასე პატარებს ინდივიდუალიზმის შეგრძნება გაუჩნდებათ და ნელ-ნელა ჩამოუყალიბდებათ გემოვნება, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ. საყიდლებზე სიარულითა და სწორი რჩევებით, ტანსაცმლის ყიდვის გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ, ისინი მიხვდებიან, როგორ უნდა ეცვათ სკოლაში, როგორ უნდა იყვნენ წვეულებაზე გამორჩეულები და რისი ჩაცმა სჯობს ეზოში თამაშის დროს.
როგორც ითქვა, საბავშვო მოდის განვითარებასთან ერთად, იმატა საბავშვო მაღაზიების რაოდენობამაც. ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული საბავშვი ბრენდი კი "ოკაიდი ობაიბია", რომელიც წლებია, თავისი დახვეწილი კოლექციებით პატარების გემოვნებისა და სტილის ჩამოყალიბებაზე ზრუნავს.
"ოკაიდი ობაიბის" მთავარი მიზანია, ყველა ბავშვის გემოვნება გაითვალისწინოს და შექმნას კომფორტული, ელეგანტური და ხარისხიანი კოლექცია, რომელიც სრულად პასუხობს საბავშვო მოდის ტენდენციებსა და მოთხოვნებს. როცა მაღაზია ყოველთვის გამორჩეულ კოლექციებსა და მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ "ოკაიდი ობაიბის" მიერ შეთავაზებული თითოეული მოდელი ტრენდული და აქტუალურია.
ბავშვობიდან სწორად ჩამოყალიბებული გემოვნება და ინდივიდუალური სტილი კი მხოლოდ ტანისამოსი არაა, ბავშვი კომფორტულად და ბედნიერად გრძნობს თავს ხარისხიან და მოდურ ტანსაცმელში, რომელიც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის მიერაა არჩეული და თავადაც კმაყოფილია იმით, რაც აცვია. თუმცა ეს ყველაფერი არაა, ტანსაცმლის არჩევის პროცესი, არა მხოლოდ სტილის შეგრძნებას, არამედ კრეატიულ აზროვნებას, წარმოსახვის უნარსა და დამოუკიდებლობის შეგრძნებასაც ავითარებს. ეს ყველაფერი კი ზრდასრულობაში წარმატებით და ბედნიერად ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.