6 თვემდე ბავშვის ოთახში არ არის სასურველი დეკორატიული მცენარეების მოშენება
6 თვემდე ბავშვის ოთახში არ არის სასურველი დეკორატიული მცენარეების მოშენება
ოთახის მცენარეები გარდა იმისა, რომ ოთახს ალამაზებენ და ახალისებენ, დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოიმუშავებენ და ჰაერს წმენდენ. არსებობს მცენარეები, რომლებიც ანეიტრალებენ მავნე ნივთიერებებსა და ბაქტერიებს. ალბათ იკითხავთ, რა მავნე ბაქტერიები შეიძლება იყოს ბავშვის ოთახში? მაგალითად, სარეცხი საშუალებებისგან დატოვებული, ნიკოტინის ბოლი, რომელიც მაინც აღწევს მჭიდროდ დახურულ კარში. ამ პრობლემას ფიტოციდური მცენარეები გადაჭრიან, თუმცა ჩვეულებრივი ოთახის მცენარეებიც კარგად უმკლავდებიან ტოქსინების, გაზისა და მტვრის ნეიტრალიზაციას.
კიდევ ერთი დადებითი მხარე ოთახის მცენარეებისა არის დადებითი ზემოქმედება
ნერვულ სისტემაზე.
არსებობს იმ მცენარეების სია, რომლებიც თავისუფლად შეგვიძლია მოვაშენოთ ბავშვის ოთახში (ამ თემაზე უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სტატია). ესენია: ყველა სახეობის ფიკუსი, კალანხოე, ალოე, ჩინური გიბისკუსი, თუ ბავშვი ალერგიული არ არის - ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, ქლოროფიტუმი, ასპიდისტრა, ოჩიტოკი.
მათგან ქლოროფიტუმი არ საჭიროებს მზის სხივებს. მისთვის საკმარისია ოთახის განათება. კარგად იტანს ნიადაგისა და ჰაერის სიმშრალეს. ცხელ პერიოდში ზომიერად უნდა მორწყათ, ხოლო ზამთარში - იშვიათად.
ოჩიტოკი, ქლოროფიტუმისაგან განსხვავებით, მზის სხივების მოყვარულია. თუმცა მისი მორწყვა შეგიძლიათ, რამდენიმე თვე დაივიწყოთ, თუმცა არა სამუდამოდ - ეპიზოდურად უნდა მორწყათ. ის თავისი ხასხასა სიმწვანით თვალს გაუხარებს გარშემო მყოფთ.
ჩვენი მწვანე მეგობარი კაქტუსი ძალიან შრომისმოყვარე მცენარეა. ღამით დიდი რაოდენობით
ჟანგბადს გამოყოფს და დიდ მოვლა-პატრონობასაც არ საჭიროებს. თუმცა ქოთანი სიმაღლეზე უნდა მოათავსოთ, რათა პატარა ხელით არ შეეხოს მის ეკლიან ფოთლებს.
სანამ გადაწყვეტთ ბავშვის ოთახისთვის მცენარეების შეძენას, გაითვალისწინეთ, რომ მიზანშეწონილი არ არის 6 თვემდე ბავშვის ოთახში რაიმე მცენარის გაზრდა. მისი იმუნური სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია და ზედმეტი დატვირთვა არ არის რეკომენდირებული.
როდესაც ბავშვი აქტიური გახდება, ხოხვას და სიარულს დაიწყებს, სასურველია, მცენარეებს მაშინ დაუმეგობრდეთ. თუმცა ამ შემთხვევაშიც ნუ გადააქცევთ ბავშვის ოთახს ტროპიკად, რადგან ღამის საათებში მცენარეები პატარას ჟანგბადს "წაართმევენ". შემოიფარგლეთ 2-3 პატარა ან ერთი დიდი ქოთნის ყვავილით.
არ დაივიწყოთ, რეგულარულად სველი ტილოთი გაუწმინდეთ მცენარეს ფოთლები და დაიმახსოვრეთ, თუ სწორად შეარჩევთ მცენარეებს და მათ გარემოცვაში 30 წუთს გაატარებთ, თქვენ ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს აღიდგენთ.

მოამზადა სალომე  გორგოშიძემ
4342
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?