თბილისში ბრიტანული ბრენდების - Monsoon Children და Accessorize მაღაზიები იხსნება
თბილისში ბრიტანული ბრენდების - Monsoon Children და Accessorize მაღაზიები იხსნება
23 ივნისიდან თბილისი მოლში ორი ბრიტანული ბრენდის მაღაზია იხსნება. მათ შორის ერთ-ერთი - Accessorize ქართველი მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი აქსესუარების ბრენდია, რომელიც კვლავ უბრუნდება თბილისს.

მეორე ბრენდი - Monsoon Children სიახლეა ქართული ბაზრისთვის. ბრენდი გამორჩეული ხარისხისა და სტილის საბავშვო სამოსსა და აქსესუარებს სთავაზობს პატარებს 14 წლამდე.

Monsoon და Accessorize უახლესი კონცეფციის მაღაზია თბილისი მოლის პირველ სართულზე - 200 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული, როგორც მსოფლიოში წარმოდგენილ ანალოგიურ მაღაზიებში, თბილისშიც კოლექციები ყოველკვირეულად განახლდება.

Monsoon-სა და Accessorize-ს ოპერირებას უწევს რითეილ გრუპ ჯორჯია (Retail Group Georgia), Alhokair Fashion Retail ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც საქართველოში წარმოადგენს 35-ზე მეტ მოდის ბრენდს და მართავს 50-მდე მაღაზიას 2012 წლიდან.

"ცნობილი ბრიტანული ბრენდების მაღაზიის თბილისი მოლში გახსნით ჩვენ მრავალფეროვნება შემოგვაქვს ქალაქის ერთ-ერთ რჩეულ სავაჭრო სივრცეში, რითაც საყიდლების პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება მოლის სტუმრებისთვის. შაბათს ველით ქართველ მომხმარებლებსა და დედაქალაქის სტუმრებს, რათა პირველებმა აღმოაჩინონ ულამაზესი საზაფხულო კოლექციები როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის და ისიამოვნონ მაღაზიის გახსნის ღონისძიებით, სპეციალური აქციებით, საჩუქრებითა და სახალისო აქტივობებით"-აცხადებენ რითეილ გრუპ ჯორჯიაში.

Monsoon ლონდონში 1973 წელს დაარსდა. პირველივე კოლექციებიდან იგრძნობოდა განსაკუთრებული, ბოჰემური სტილის გავლენა, რომელიც შთაგონებული იყო ბრენდის შემქმნელის პიტერ საიმონის
აზიური მოგზაურობითა და აღმოსავლური კულტურით. 10 წლის შემდეგ ასევე ლონდონში მეორე ბრენდის Accessorize-ის პირველი მაღაზია გაიხსნა.

დღესდღეობით ამ ორ ბრენდს 1000-ზე მეტი მაღაზია აქვს მსოფლიოში და მათი პოპულარობა დღითიდღე იზრდება. მათი სტილი, ფერები, დეკორატიული ელემენტები, უნიკალური დიზაინი, ტექსტურა, მაღალი ხარისხი, ხელით შექმნილი ელემენტები ყოველთვის გამორჩეულია და აღაფრთოვენებს მოდის მოყვარულებს. ახლა უკვე მათ ქართველი მოდის მიმდევრებიც შეუერთდებიან.

თბილისის ახლადგახსნილ მაღაზიაში აქსესუარების მრავალფეროვანი კოლექციაა წარმოდგენილი ნებისმიერი ჩაცმულობის სრულყოფისთვის. მომხმარებელს ზაფხულისთვის საჭირო აქსესუარების დიდი არჩევანი დახვდება - საცურაო კოსტიუმები, პლაჟისა და ყოველდღიური ჩანთები, თმის აქსესუარები, სათვალეები, მზის ქუდები - ეს პროდუქციის არასრული ჩამონათვალია. გარდა ძირითადი კოლექციისა, ბრენდი ასევე წარმოადგენს სპეციალურ კოლექციებს ბავშვებისათვის Angels by Accessorize და Z for Accessorize, რომელიც მოოქროვილ სამკაულებს მოიცავს. 
1140
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
?
0
ფასები? თუ ეს ელიტითვისაა
12:10 / 18-10-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?