ძნელია, ამ ფოტოებს უემოციოდ უყურო – შეხედეთ და გაიხალისეთ დღე ფოტოგრაფმა ემი მარკესმა უსაყვარლეს ახალშობილებს საოცრად სიმპათიური ნაქსოვი ქუდებით გადაუღო ფოტოების სერია და ერთ-ერთი ყველაზე საოცარი, თბილი და ემოციური პროექტი გამოუვიდა.
ამ ფოტოებზე ასახული პატარების ყველაზე დიდი ასაკი 10 დღეა. მათ ემისთან სულ რამდენიმე საათი გაატარეს. თუმცა ფოტოგრაფი მხოლოდ რამდენიმე წუთს უღებდა ფოტოებს, დანარჩენ დროს ელოდებოდა, როდის დაიძინებდნენ.
"ახალშობილების ამგვარად გადაღება არ არის იოლი, განსაკუთრებით, როცა ტიტვლები არიან", - ამბობს ემი.
უმრავლესობა გამუდმებით უნდა გაათბო, სულ ჩართული მქონდა გამათბობელი, ზოგს ქვეშ თბილი ბალიშიც ედო".
"ასევე დიდი დრო მიჰქონდა საფენების გამოცვლას, კვებას, დაძინებას. ბავშვს დისკომფორტს ვერ შევუქმნიდით – მას ვარგებდით ყველაფერს".
"მოდელების უმრავლესობა 7-10 დღისაა. მათი სხეულები ჯერ კიდევ მოქნილია, დედის მუცელში ყოფნის შემდეგ, მერე და მერე უფრო უმაგრდებათ ზურგები. მათი მოქნილობით ვისარგებლე ფოტოსესიის დროს".
ემი უკვე ორი წელია აკეთებს ბავშვების პორტრეტებს და იცის, როგორ უნდა იმუშავოს ყველაზე გაუგონარ ბავშვთანაც კი.
"4 დღის ბავშვი იყო, რომელიც არაფრით არ იძინებდა ჰორიზონტალურად. მხოლოდ მაშინ იძინებდა, როცა დედას ვერტიკალურად ეჭირა ხელში. ყვავილების ქოთანში ჩავაფინეთ საბანი, ჩავსვით ვერტიკალურად და ასე გადავუღეთ ფოტოები".