როგორი ტანსაცმელია მოდური ბავშვებისთვის 2018-2019 წლის შემოდგომა - ზამთრის სეზონზე?
მშობლები ძალიან დიდ დროს უთმობენ იმაზე ფიქრს, როგორი ტანსაცმელი შეურჩიონ ბავშვებს. შესაბამისად, ხშირად ითვალისწინებენ იმას, თუ რა ფერის და როგორი მასალით შეკერილი სამოსი ითვლება მოდურად.
როგორც დიზაინერები აღნიშნავენ, ბოლო დროს საბავშვო მოდის ინდუსტრია იმეორებს უფროსებისთვის მორგებულ სტილს და პატარებისთვის ისეთ სამოსს გვირჩევს, რომელიც მიახლოებულია უფროსების ჩაცმის სტილთან.

2018-2019 წლის შემოდგომა - ზამთრის სეზონზე ბავშვებისთვის მოდურ ტანსაცმელად ითვლება, ნატურალური მასალისგან შეკერილი ტანსაცმელი. თბილი დღეებისთვის დიზაინერების
ბამბის, აბრეშუმის და სელისგან დამზადებულ ტანსაცმელებს გვირჩევენ. ცივ ამინდში კი ჯინსის, ვილვეტის, ბამბის და კაშმირის ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელები აქტუალობას არ კარგავენ. ასევე მოდურ ტრენდად ითვლება, სხვადასხვა მატერიისა და დეტალის შეხამება.

დიზაინერების გადაწყვეტილებით, ბავშვებისთვის შეკერილ ტანსაცმელზე დატანალია ფლორისა და ფაუნის ელემენტები. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ ააქვს, რომელი სეზონისთვის ვარჩევთ სამოსს. საერთოდ, 2019 წლის ტრენდად ითვლება, დიდი ზომის ყვავილებისა და მცენარეების პრინტი ტანსაცმელზე. პოპულარულია 3-D ფორმატის ნახატები კოფთებზე, ქურთუკებზე და მაისურებზე. ტანსაცმელზე დახატული გამოსახულებები არ არის აუცილებელი იყოს მკვეთრი და ნათელი.

როგორც ირკვევა, სულაც არ არის აუცილებელი გოგოებს მაინცდამაინც ვარდისფერი, ბიჭებს კი ლურჯი ტანსაცმელი შევურჩიოთ. ახალდაბადებული და წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დიზაინერები მშვიდი პასტელის ფერებს, რძისფერ,
ღია ვარდისფერ და ღია ნაცრისფერს გვირჩევენ. ხოლო ერთი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებს შეგვიძლია თამამად ავურჩიოთ ხაკისფერში, ღია ყავისფერში, ცისფერში, წითელში, ვარდისფერში, იისფერში, კლასიკურ შავსა და თეთრში გადაწყვეტილი სამოსი. სეზონზე  როგორც გოგონების, ასევე ბიჭუნების ტანსაცმელზე უხვად ნახავთ,  ლოგოებს, ზოლებსა და ნახატებს. იხილეთ ფოტოგალერეა



1294
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
..
0
მიდურს რას დავეძებ ხემლისაწვდომი ფასები რომ არ შესცივდეთ...
12:08 / 18-10-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?