ვინ არის ოდრი ჰეპბერნის ქართველი ორეული და როგორ ინარჩუნებს სილამაზეს 4 შვილის დედა - მშობლები

ვინ არის ოდრი ჰეპბერნის ქართველი ორეული და როგორ ინარჩუნებს სილამაზეს 4 შვილის დედა

2019-05-04 16:26:18+04:00

ქალურობისა და სილამაზის ეტალონი ოდრი ჰეპებრნი, დღეს 90 წლის გახდებოდა. ოდრის თემაზე ცნობილი ადამიანების მონაწილეობით, ბევრი ფოტოსესია გვინახავს, მაგრამ გია ბაღაშვილის მეუღლე თამუნა ტაბატაძე მართლაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ცნობილ მსახიობს. თამუნამ ოდრის თემაზე ერთხელ უკვე გადაიღო ფოტოები, რომელმაც მაყურებლის გაოცება გამოიწვია, ახლა კი სწორედ მის 90 წლისთავს მიუძღვნა მეორე ფოტოსესია, რომელიც იტალიაში ჩატარდა, ამჯერად ისნპირაციის წყარო 60-იანი წლების მსოფლიო კინოს ერთ-ერთ შედევრი, მიუზიკლი, “ჩემი მშვენიერ ლედია”.

- თამუნა, პირველად როდის აღმოაჩინეთ, რომ ოდრი ჰეპბერნს ჰგავდით? ან ვინ შემჩნია ეს მსგავსება?

- საკმაოდ პატარა ასაკიდან აღნიშნავდნენ ხოლმე მსგავსებას, თუმცა, სიმართლე გითხრათ, გარკვეულ უხერხულობას ყოველთვის ვგრძნობდი, რადგან ოდრი ჰეპბერნი მართლაც ერთადერთი და განუმეორებელი იყო სილამაზით, არტისტიზმით, არისტოკრატულობითა და საოცარი სულიერი სამყაროთი. ამასთან დაკავშრებით, ერთი სახალისო ამბავი მახსენდება. ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე გადიოდა "რომაული არდადეგები’’. ჩემი უფროსი შვილი, ნინი, მაშინ 2 წლის იყო, ღიმილით შეხვდა ეკრანზე ოდრი ჰეპბერნის გამოჩენას და გახარებულმა წამოიძახა: "ეს დედიკოა!’’ ცოტა ხანში ეკრანზე გრეგორი პეკი გამოჩნდა, რომელმაც ოდრი ჰეპბერნი ჩაიხუტა და აკოცა. ნინის სახე მოეღუშა და უკმაყოფილომ ჩაილაპარაკა - "ეს მამიკო არ არის!’’ (იცინის).

mshoblebi

- ბევრი ფოტოსესია გვინახავს ოდრის მოტივებზე, მაგრამ უდავოა, რომ თქვენ ყველაზე მეტად ჰგავხართ მას. მოგწონთ ეს თუ პირიქით - ხანდახან შემაწუხებელია?

- დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. რა თქმა უნდა, ეს შედარება ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. პირველად, როდესაც I see studio-სგან მივიღე შემოთავაზება, გაგვეკეთებინა ფოტოსესია ოდრი ჰეპბერნის თემაზე, გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. არასდროს მიფიქრია, ოდრი ჰეპბერნთან მსგავსების ხაზგასმა, მით უმეტეს, თემატურ ფოტოსესიაში მონაწილეობა, თუმცა მეუღლისა და მეგობრების "დაჟინებული” თხოვნით დავთანხმდი (იცინის).

mshoblebi

- ახალი ფოტოსესია ოდრის 90 წლისთავს მიუძღვენით?

- დიახ. ახალი ფოტოსესია სწორედ ოდრი ჰეპბერნის 90 წლისთავს მივუძღვენით. იგი 60-იანი წლების მსოფლიო კინოს ერთ-ერთ შედევრის, მიუზიკლს, “ჩემი მშვენიერი ლედის” თემაზეა შექმნილი. ფოტოები შესანიშნავმა ფოტოგრაფმა, აკო ხარისთვალაშვილმა გადაიღო და რამდენიმე ჟურნალში დაიბეჭდა. პირველი ფოტოსესია წარმატებულად ჩათვალეს და გაჩნდა იდეა გადაგვეღო ფოტოები რომში, ფილმების "რომაული არდადეგები’’ და ,,საუზმე ტიფანისთან”, თემაზე.

mshoblebi

- სამოსი ფოტოსესიისთვის ვინ შეარჩია?

- ჩემი მეუღლე აქტიურად იყო ჩართული ფოტოსესიის მომზადების პროცესში, ყველაფერში მეხმარებოდა და სამოსიც ერთად შევარჩიეთ. ფოტოსესიისთვის მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე კი, ჩემმა მეგობარმა და არაჩვეულებრივმა ვიზაჟისტმა, ეკა ჩანჩიბაძემ იზრუნა.

- საინტერესოა, აკეთებთ თუ არა რამეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაემსგავსოთ ოდრის? ცდილობთ თუ არა მის სტილში ჩაიცვათ, მაკიაჟი, თმა გაიკეთოთ მასავით ყოველდღიურ ცხოვრებაში?

- გულახდილად რომ გითხრათ, არასდროს მიცდია, საგანგებოდ რამე განსაკუთრებული გამეკეთებინა გარეგნული მსგავსების მისაღწევად.

mshoblebi

- 4 შვილის დედა საოცარ ფორმაში ხართ. რას აკეთებთ იმისთვის, რომ წონაში არ მოიმატოთ, ახერხებთ ვარჯიშს?

- უღრმესი მადლობა. მე თუ კარგად გამოვიყურები, პირველ რიგში, ეს ჩემი ოჯახის, მათი სითბოსა და სიყვარულის დამსახურებაა, რადგან ისინი მჩუქნიან მთავარს - ბედნიერებას. რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვვარჯიშობ. თუმცა ოთხი შვილის მოვლა, თავისთავად, საუკეთესო საშუალებაა ფორმის შესანარჩუნებლად (იცინის). გარდა ამისა, ჩემს უფროს შვილებთან, ნინისთან და ლიზასთან ერთად ვცეკვავ თეა დარჩიას არაჩვეულებრივ სტუდია. მოგეხსენებათ, პირად მაგალითს დიდი ძალა აქვს, ამიტომაც ვცდილობ, ამ გზით ჩავუნერგო პატარებს სიყვარული ხელოვნებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც ჩემს შვილებთან ერთად ვდგავარ სარეპეტიციო დარბაზში.

- მშობიარობის შემდეგ როგორ დაუბრუნდით სასურველ ფორმას?

- ორსულობისას ბევრი არ მომიმატია და შესაბამისად, ზედმეტი კილოგრამებიც ბუნებრივად დავიკელი დროთა განმავლობაში. დიეტაზე არც მიფიქრია, რადგან ოთხივე შვილი ბუნებრივ კვებაზე მყავდა, ანასტასია, ჩვენი უმცროსი გოგონა - წელიწადზე მეტ ხანს.

mshoblebi

- კანს როგორ უვლით, იქნებ რამე ბებიისეული ან ხალხური მეთოდი შემოგვთავაზოთ, რომელსაც იყენებთ.

- მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, სახის დილა-საღამოს დატენიანებას ყოველთვის ვახერხებ. ვცდილობ, გამოვიყენო ხარისხიანი კოსმეტიკური საშუალებები მინიმალური ქიმიური დანამატებით.

- გია, თამუნას და ოდრის მსგავსება თავიდანვე მოგხვდათ თვალში, სანამ მის გულს დაიპყრობდით?

გია: იმდენად აშკარა იყო მსგავსება, რომ ამის არშემჩნევა ძნელი გახლდათ (იცინის).

- რა შეგრძნებაა, როცა თქვენი მეუღლე ასე ჰგავს სილამაზით მსოფლიოში გამორჩეულ ქალს..

- არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, დაახლოებით ისეთი: “რა ქალს ყვარებიხარ?!” (იცინის).

mshoblebi

mshoblebi

ციცი ომანიძე

alt„რომ არა გიას დიდი თანადგომა, ნამდვილად გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გაძღოლა“ - როგორი მამაა გია ბაღაშვილი