როგორია შემოდგომა-ზამთრის საბავშვო მოდა
როგორია შემოდგომა-ზამთრის საბავშვო მოდა
2014-2015 შემოდგომა-ზამთრის საბავშვო მოდა, როგორც ყოველთვის, უფროსების მოდურ ტენდენციებს ჰგავს ბევრი რამით, თუმცა რასაკვირველია, ბავშვური დეტალებით გამოირჩევა. ბოლო დროს ცნობილმა და ავტორიტეტულმა მოდის სახლებმა ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეს საბავშვო კოლექციების შექმნას, რადგან დარწმუნდნენ, რომ მსოფლიო მასშტაბით ბავშვების გარკვეული ნაწილი არანაკლებ მოდურად და გემოვნებით იმოსება, ვიდრე უფროსები. მშობლებიც აქტიურად აკვირდებიან მოდის ტენდენციებს და თუ ბრენდულ სამოსს ვერ სწვდებიან, ყოველ შემთხვევაში, მოდის ტენდენციების გათვალისწინებით თავად ქმნიან მოდურ ანსამბლებს თუნდაც ბაზრობაზე ნაყიდი ჩვეულებრივი
სამოსისგან. ამისთვის არის სწორედ საჭირო მოდური რჩევები და თვალის გადავლება ცნობილი მოდის სახლების საბავშვო კოლექციებისთვის.

mshoblebi

ფერი და პრინტი
ამ სეზონზე ორი სრულიად საპირისპირო ტენდენციაა ფერისა და პრინტის თვალსაზრისით. ერთი მხრივ, ბავშვების სამოსში დომინირებს ერთი შეხედვით არაბავშვური ფერები – შავი, ნაცრისფერი, ასევე – თეთრი. ეს საბავშვო მოდისთვის საკმაოდ ახალი ტენდენციაა, სადაც, როგორც წესი, მკვეთრი და ხალისიანი ფერების ხილვას ვართ მიჩვეული. თუმცა სწორად შერჩეული კომპლექტები საკმაოდ უხდებათ ბავშვებს და ძალიან დახვეწილებიც ჩანან. ხანდახან ამ ფერებს შეიძლება, კოპლები, ზოლები, კუბოკრული პრინტები მიემატოს, რაც ასევე მოდურია.

mshoblebi

mshoblebi

მეორე მიმართულება ფერების მხრივ არის თამამი და ერთი შეხედვით გიჟური მიქსები. მკვეთრი ფერებისა და პრინტების. აღიარებული სამი ფერის პრინციპისგან განსხვავებით, წლევანდელ
სეზონზე დიზაინერები გვირჩევენ, თამამად შევურიოთ სამზე მეტი ფერი, შევურიოთ ასევე პრინტები – ზოლები ყვავილებს, კოპლები კუბოკრულს და ა.შ.

mshoblebi

mshoblebi

ზედა სამოსი
ყველაზე პრაქტიკული ზედა სამოსი ბავშვებისთვის ე.წ. გაბერილი ქურთუკებია, ასევე ნახევარპალტოები. ამ სეზონზე ასეთი ქურთუკებისა და ჟილეტების ფართო არჩევანია.

mshoblebi

mshoblebi
გოგონებისთვის ძირითადად დრაფირებული, ტვიდის და შალის პალტოებია მოდური, ტრაპეციული თარგის, მოცულობითი. როგორც დიდების სამოსში, წელს ბავშვებთანაც მოდურია ე.წ. ჰუსარული ორბორტიანი ღილები.
ელეგანტური პალტოები და ქურთუკები ბიჭების გარდერობსაც მოუხდება, ძირითადად, მამაკაცური მოდელები აქვთ წარმოდგენილი დიზაინერებს, სპორტული და სააგარაკო დეტალებით – მსხვილი ღილები, დიდი ჯიბეები და ა.შ.

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi
ბეწვი
ბეწვს წლევანდელ სეზონზეც დიდი ადგილი უჭირავს. დიზაინერები გვთავაზობენ ბეწვის ჟილეტებს, პალტოებს, ქურქებსა და აქსესუარებს. ძირითადად, ხელოვნურ ბეწვზეა საუბარი.
mshoblebi

mshoblebi

სპორტული დახვეწილობა
სპორტული მოდა უფროსების სამოსშიც დიდი ხანია შეიჭრა. თუმცა სპორტული დახვეწილობა ყველაზე მეტად ბავშვების მოდას უხდება, რომლებიც მოძრავ და აქტიურ ცხოვრებას მისდევენ. აქაც მკვეთრ ფერებზე, თავისუფალ სპორტულ შარვლებზე და კედებზეა აქცენტი გაკეთებული.
mshoblebi

mshoblebi

ნაქსოვი ზედატანი
განსაკუთრებულად მოდურია სვიტერი, რომელიც ცივ სეზონს ძალიან უხდება. საბავშვო კოლექციებში არის რბული, ფუმფულა, ასევე ნაზი ზედატანები. განსაკუთრებით აქტუალურია სვიტერები, რომლებსაც დიდი მკვეთრი აპლიკაცია ამშვენებს. თუმცა ზოლებიც არ გასულა მოდიდან.
mshoblebi

mshoblebi


დეტალები
ნებისმიერ სახეს დეტალები ასრულებს. არც ბავშვის გარდერობში დაგავიწყდეთ დეტალები. ყოველთვის საინტერესოა აქსესუარებით დამშვენება – გოგონებში შეიძლება იყოს ბეწვის საყელო, დიდი ბაფთა, ბიჭებისთვის – მოდური აჭიმები.

mshoblebi
13257
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?