2019-2020 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდა ბავშვებისთვის
2019-2020 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდა ბავშვებისთვის
დღეს საბავშვო მოდა სწრაფად ვითარდება და საკმაოდ მოთხოვნადიცაა. თანამედროვე ახალგაზრდა მშობლებს სურთ, რომ მათი შვილები სასიამოვნოდ და ინდივიდუალურად გამოიყურებოდნენ. ამიტომ, ფრთხილად არჩევენ ბავშვების გარდერობისათვის ტანსაცმელს. ბევრი ცდილობს, ტრენდები გაითვალისწინოს. გადავხედოთ ამ სეზონის ტენდენციებს.

სეზონის ტრენდია ზრდასრული ადამიანებისათვის შექმნილი ტანსაცმლის კოპირება. ბავშვებს ძალიან უყვართ უფროსების მიბაძვა, უნდათ, რომ ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ისინი. დიზაინერებმაც კარგად იციან მათი ეს თვისება და აქტიურად იყენებენ ამ ფაქტორს ტანსაცმლის შექმნისას. უფროსების ტანსაცმლის მსგავსი სამოსი მშობლებს ყოველთვის
სიყვარულსა და სიამაყეს ანიჭებს.

ფერთა გამა

შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ნაცრისფერი და მისი ჩრდილები მოდური იქნება. მაგრამ, ბავშვები რომ მოსაწყენად არ გამოიყურებოდნენ, აუცილებელია მსგავსი სამოსის ნათელი ფერებით გაფორმება, მაგალითად აქსესუარებით. ახალგაზრდები მშვენივრად გამოიყურებიან ღია-ცისფერ ჯინსებსა და ნაცრისფერ ქურთუკებში. შეიძლება დაამატოთ მოდური შარფიც.
ასევე აქტუალურია იისფერი, განსაკუთრებით სვიტერებსა და კაბებში. როგორც ბავშვების, ასევე უფროსების მოდაში კვლავ აქტუალური რჩება ნაზი ნათელი ფერები და შავი. სითბოს მისაცემად ჩაცმულობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მეწამულისფერიი, ნარინჯისფერი და იისფერი. ეს ფერები შეიძლება ერთადაც გამოიყენოთ და შეუხამოთ თქვენს ჩაცმულობას. ამ სეზონზე კვლავ აქტუალურია ზოლებიანი და კუბიკებიანი მოტივები.

მოდა და სტილი

ბიჭებისთვის დიზაინერებმა ხაკისფერი სამოსი შექმნეს. ამ სტილში მაღაზიაში აღმოაჩენთ ქურთუკებს, პერანგებს, მოსაცმელებს, პიჯაკებს. გოგონებისთვის კი -
კაბებს. მთავარი აქცენტი შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში გაკეთებულია კლასიკურ ელემენტებზე. ეს ეხებათ უფროსებსაც. ძირითადად კი გამოხატულია შარვლებში. დიზაინერები ყველაფერს აკეთებენ, რომ ტანსაცმელი იყოს კომფორტული და მოსახერხებელი.

ჯინსი - ცხოვრების სტილი

არა მხოლოდ უფროსებს, ბავშვებსაც ძალიან უყვართ ჯინსის ტარება. ის ყოველთვის აქტუალური იქნება. შემოდგომა-ზამთრის სეზონზეც პოპულარული იქნება ჯინსი სიძველის ეფექტით ქურთუკებში, შარვლებსა და კაბებში. ეს სამოსს ახალ სხივს სძენს და უფრო მოდურს ხდის.

ქუდები

ყველამ ვიცით, რომ ბავშვებს ქუდის ტარება არ უყვართ. მაგრამ პრობლემა არჩევანშია. ქუდი აუცილებლად ბუნებრივი მასალისგან უნდა იყოს შეკერილი. მნიშვნელოვანია, რომ იყოს რბილი, კომფორტული და თბილი. ახალ სეზონზე ქუდები ნათელ ფერებში ძალიან მოდური იქნება, ნახატების ელემენტებით. ასეთი ქუდი აუცილებლად მოეწონება ბავშვს და სიამოვნებით ატარებს. აქტუალური იქნება "ჩრდილოეთის“ მოტივები. კვლავ მოდური და თანამედროვეა ყურებზე ჩამოფარებული ქუდები.

ტანსაცმლის ხარისხი

ბავშვისთვის ტანსაცმლის არჩევისას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, რა მასალისგანაა ის შეკერილი. ტანსაცმლის საუკეთესო მწარმოებლები სულ ცდილობენ, რომ სამოსი ბუნებრივი მასალისგან შექმნან. ის ინარჩუნებს სითბოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცივ ამინდში.
მოსაცმელებისთვის სინთეზური ქსოვილების გამოყენება მისაღებია. აქტუალურია ხელოვნური ქსოვილიც, რაც უფრო პრაქტიკულია ბავშვებისთვის და უფრო იაფიც ღირს. შემოდგომა-ზამთრის სეზონზე უპირატესობა ენიჭება ჯინსს, მატყლისა და ნაქსოვ ქსოვილებს.

ბოლო შტრიხი - დეკორი

იმისათვის, რომ გარდერობი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს, დიზაინერები სამოსში მულტფილმისა და ფილმის დეტალების დამატებას ფიქრობენ. მისაღებია ლამაზი ნაქარგები, მძივები, ყელსაბამი, მაქმანი და ბეწვი. ახალ სეზონზე ტანსაცმელს უჩვეულო ჯიბეები ექნება. ყველაზე მოდურია ნახატები ქუდებზე, სვიტრებზე და შარფებზე, მაგალითად ირმები, ფიფქები და ასე შემდეგ. მცირე დეტალიც კი ბავშვს სიხალისესა და ინდივიდუალურობას სძენს. თუმცა, ყველაზე მთავარია, რომ ტანსაცმელი შერჩეული იყოს ზომისა და გემოვნების მიხედვით, რაც თქვენს შვილებს მოსწონთ. 
იხილეთ ფოტოები ფოტოგალერეაში

2154
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
კახი.
0
ჩვენთან ნახმარებში, ასეთი ტანსაცმელი, რომ არ შემოდის?
10:13 / 14-10-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?