ყველაზე მოდური ვარცხნილობები - ბიჭებისა და გოგონებისთვის
ყველაზე მოდური ვარცხნილობები - ბიჭებისა და გოგონებისთვის
წელს ყველაზე მოდური ბიჭებისთვის მოკლე ვარცხნილობები ყოფილა, პრაქტიკული და მოხერხებული, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. ასეთ ვარცხნილობებს მიეკუთვნება ე.წ. ზღარბი, რომელიც არ არის ძალიან ორიგინალური, მაგრამ ლიდერია წლების განმავლობაში. ასევე მოდურია ნანეტი, "ცეზარი", მრგვალი ვარცხნილობა. მოდურია კვლავაც გაპარსული ზოლები და ზიგზაგები.


mshoblebi



გოგონებისთვის წელს განსაკუთრებით აქტუალურია ქალური ვარცხნილობები, რომლებსაც უხდება წლის ტენდენცია - გვირგვინი. ასევე აქტუალურია კარე. მოდაშია ასიმეტრიული "ჩოლკა", რომელიც ვარცხნილობას მეტ ორიგინალურობას სძენს. რასაკვირველია, როცა ვარცხნილობას არჩევთ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვის სახის მოყვანილობას, რამდენად უხდება ესა თუ ის
ვარცხნილობა და რამდენად მარტივი მოსავლელია. ბავშვისთვის წვალებად არ უნდა იქცეს თმის მოვლა.
თუ გოგონასთვის სხვადასხვაგვარი ვარცხნილობის კეთება გსურთ, მაშინ მარტივად, გრძლად უნდა ჰქონდეს თმა და ბოლოები შეაჭრათ ხოლმე. ასეთი თმა გაცილებით ადვილად დასავარცხნია და მისგან სხვადასხვა ორიგინალური ნაწნავების თუ სხვა ვარცხნილობების შექმნაც იოლად შეიძლება.


mshoblebi

mshoblebi



49088
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
გიო
1
ვარცხნილობები კი არა წიგნები წააკითხეთ და ან წაუკითხეთ.... ნუ დააჩლუნგეთ ბავშვები...
23:08 / 18-08-2018
მარინა
3
მიეცით ბავშვებს უფლება იყო ბავშვები და არა მოდის მომდევარე მატრაკვეცები, მერე არ გაგიკივირდეთ მათი მოქცევები და უმადურობა ბავშვი და მოდა ერთმანეთს არ უხდება ეს ჩემი პირადი აზრია
23:48 / 21-07-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?