სამოდელო კარიერა შვილების გამო მიატოვა და ახლა დაბრუნდა - 66 წლის ჭაღარა მოდელი მსოფლიოს იპყრობს - მშობლები

სამოდელო კარიერა შვილების გამო მიატოვა და ახლა დაბრუნდა - 66 წლის ჭაღარა მოდელი მსოფლიოს იპყრობს

2020-10-25 12:49:23+04:00

ამ მშვენიერი ქალბატონის ფოტოები ბევრს უნახავს, თუმცა ცოტამ თუ იცის, ვინ არის ცნობილი ჭაღარა მოდელი.

მარიან მანიმეიკერი 66 წლისაა და მის ასაკში ყველაზე წარმატებული მოდელია. თმას თავისი სურვილით და გადაწყვეტილებით არ იღებავს და არც პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებს - თუმცა, არც სჭირდება, იმდენად ლამაზი და ბუნებრივია.

mshoblebi

მოდელობა სტუდენტობისას დაიწყო, თუმცა ყველაზე დიდ წარმატებას 30 წლის ასაკში მიაღწია, როცა რესტორანში მუშაობდა და ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს აგენტმა იხილა.

რამდენიმე წელი საკმაოდ სერიოზული კონტრაქტები ჰქონდა, ჟურნალების გარეკანებზეც ჩნდებოდა.

შემდეგ კი გათხოვდა, შვილები გააჩინა. მალევე განქორწინდა ქმართან და მარტოხელა დედა გახდა. მიატოვა მოდელობა და მთლიანად შვილების აღზრდაზე გადაერთო.

mshoblebi

მხოლოდ ცოტა ხნის წინ, როცა შვილები წამოიზარდნენ, კვლავ გამოჩნდა სამოდელო სფეროში და გაცილებით მოთხოვნადიც გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

mshoblebi

დღეს რამდენიმე სამოდელო სააგენტოსთან აქვს კონტრაქტი, ბედნიერად ცხოვრობს მეორე ქმართან და ასევე დიდ დროს ატარებს შვილიშვილებთან.

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi