მარიან მანიმეიკერი 66 წლისაა და მის ასაკში ყველაზე წარმატებული მოდელია. თმას თავისი სურვილით და გადაწყვეტილებით არ იღებავს და არც პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებს - თუმცა, არც სჭირდება, იმდენად ლამაზი და ბუნებრივია.

მოდელობა სტუდენტობისას დაიწყო, თუმცა ყველაზე დიდ წარმატებას 30 წლის ასაკში მიაღწია, როცა რესტორანში მუშაობდა და ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს აგენტმა იხილა.
რამდენიმე წელი საკმაოდ სერიოზული კონტრაქტები ჰქონდა, ჟურნალების გარეკანებზეც ჩნდებოდა.
შემდეგ კი გათხოვდა, შვილები გააჩინა. მალევე

მხოლოდ ცოტა ხნის წინ, როცა შვილები წამოიზარდნენ, კვლავ გამოჩნდა სამოდელო სფეროში და გაცილებით მოთხოვნადიც გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

დღეს რამდენიმე სამოდელო სააგენტოსთან აქვს კონტრაქტი, ბედნიერად ცხოვრობს მეორე ქმართან და ასევე დიდ დროს ატარებს შვილიშვილებთან.


