მომავალი დედა არ ერიდება გულახდილი სამოსის ჩაცმას რაიან რეინოლდსის ასევე მსახიობი ცოლი ბლეიკ ლაივლი, რომელიც ორსულად არის, ყველაზე მოდურ ორსულად აღიარეს. 27 წლის ბლეიკი ბოლოს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ელიტურ ღონისძიებაზე გამოჩნდა და მაშინვე იქცა განხილვის საგნად. შავ გრძელ გულახდილ კაბაში გამოწყობილი ბლეიკი მომგებიანად უსვამდა ხაზს თავის ორსულობას და სიამოვნებით პოზირებდა ფოტოკამერების წინაშე.