დეკორატიული ნაძვის ხეები - დაამზადეთ მარტივად (+ფოტოგაკვეთილი)
დეკორატიული ნაძვის ხეები  - დაამზადეთ მარტივად (+ფოტოგაკვეთილი)
საახალწლო ნაძვის ხე ტრადიციულად, ყველა ოჯახში იდგმება, თუმცა სადღესასწაულო ინტერიერს ტრადიციულის გარდა დეკორატიული ნაძვის ხეებიც ძალიან უხდება. მათ დასამზადებლად ყველაზე მარტივ საშუალებებს გასწავლით. ძალიან ორიგინალური დეკორის ელემენტიც გამოგივათ და საჩუქრადაც არავინ დაიწუნებს.
დაგჭირდებათ 60სმ/80სმ ფორმატის ცოტა მაგარი ქაღალდი, საკერავი ძაფი (ასევე ცოტა სქელი), წებო ПВА (ან სილიკონი), წყლიანი თასი, ფუნჯი, მაკრატელი, მოსართავი ელემენტები თქვენი გემოვნებით.
ტექნოლოგია ისეთივე, როგორც საქსოვი ძაფით დამზადებული საახალწლო ბურთების.

1. მაგარი ქაღალდისგან დაამზადეთ კონუსი. შემოახვიეთ სკოჩი,
რომ მთლიანად დაიფაროს (ან ჯერ ფურცელი დაფარეთ სკოჩით და შემდეგ მიეცით კონუსის ფორმა). სკოტჩი საჭიროა, რათა ამ ყალიბის გამოძრობა გამზადებული ნაძვის ხისგან ადვილად მოახერხოთ.
mshoblebi
2. კონუსის ძირი 1,5-2 სმ-ის დაშორებებით სიგრძეზე ოდნავ ჩაჭერით (იხ. ფოტო 2). ეს ჭრილები ძაფის გასატარებლად არის საჭირო. კონუსის ირგვლივ რაც შეიძლება მეტი ძაფი უნდა დაახვიოთ სხვადასხვა მიმართულებით.
mshoblebi
3. წებოში დაასველეთ ძაფი და დაიწყეთ მისი კონუსზე შემოხვევა. წებოში ამოვლებული ძაფის ხლართვა საკმაოდ უსუფთაო საქმეა, ამიტომ წინასწარ იზრუნეთ სამუშაო ტანსაცმელზე. მაგიდასაც რაიმე გადააფარეთ.
სველი ძაფი ძალიან რბილია, მაგრამ როგორც კი წებო გაშრება, მყარ ფორმას მიიღებს. წესით ჩვეულებრივი საკერავი ძაფებით კეთდება, თუმცა მულინესა და შალის ძაფიც გამოდგება. ფერთა შეხამება თქვენი გემოვნების
საქმეა.

4. როცა თქვენი ქმნილება გაშრება, ქაღალდის კონუსი უნდა მოაშოროთ. თუ სკოტჩით კარგადაა დაფარული და "შიშველი" ქაღალდი არ მოჩანს, ადვილად გამოძვრება.

ნაძვის ხეს ძირში ფერადი ლენტი მიამაგრეთ. შეგიძლიათ მიაკეროთ ან უბრალოდ, სტეპლერით დაამაგროთ.

5. გნებავთ ფერადი ქინძისთავებით ან ნაძვის ხის მძივებით გააფორმეთ. შეგიძლიათ კონუსში ფერადი მანათობლებიც შედოთ, მათი დამაგრება საკანცელარიო სკრეპებითაც შეიძლება. ასე რომ, თქვენი ციცქნა ნაძვის ხე შეგიძლიათ გაანათოთ კიდეც.

mshoblebi
ინტერიერისთვის უფრო მომგებიანი იქნება, თუ სამ სხვადასხვა სიმაღლის ნაძვის ხეს გვერდიგვერდ დადგამთ.
თუ ფანტაზიას აამოქმედებთ, ამ კონუსური ნაძვის ხეების ათასნაირი დიზაინით გაფორმებაა შესაძლებელი. ძაფების ნაცვლად შეგიძლიათ პლასტმასის ბადეებიც გამოიყენოთ, როგორც ამ ფოტოგაკვეთილებზეა მოცემული. მთავარია, მასალა წებოში კარგად იყოს დასველებული, კონუსი კი - სკოტჩით დაფარული, რათა ადვილად მოშორდეს ნაკეთობას.
mshoblebi
22671
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
არაჩვეულებრივია ნამდვილად.
20:52 / 15-12-2014
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?