ბავშვები, რომელთაც თანატოლებისა და უფროსების სამყარო შეცვალეს 2014 წელს იმ ბავშვების შემხედვარეს, რომლებმაც 2014 წელს საკუთარ თავზე მსოფლიო აალაპარაკეს, მართლაც გეიმედება, რომ შეიძლება მათ შეძლონ და სამყარო უკეთესი გახადონ. უმრავლესობას საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი გზა აქვს არჩეული. მაშ ასე, ბავშვები, რომელთაც თანატოლებისა და უფროსების სამყარო შეცვალეს 2014 წელს.
მალალა იუსუფზაი 17 წლის უფლებათა დამცველია, რომელმაც თალიბების თავდასხმა და მრავალი ჭრილობა გადაიტანა მშობლიურ პაკისტანში. თუმცა ამ ყველაფერმა ჩვეულებრივი პაკისტანელი გოგონა წელს ნობელის პრემიის ლაურეატად აქცია.
მალალა დღესაც აგრძელებს საქმიანობას და თანამემამულეებს ეხმარება განათლების მიღებაში, მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს ლტოლვილი ბავშვებისადმი. თავის ქალაში სამუდამოდ დარჩა ტიტანის ფირფიტა, რომელიც მას მერე ჩაუდგეს ქირურგებმა, რაც სასწაულებრივად გადაურჩა თავში ნასროლ ტყვიას, სამუდამოდ დაეკარგა სმენა, თუმცა ამბობს, რომ არ ნანობს თავის არჩევანს – იცხოვროს ხალხის საკეთილდღეოდ.
ემერ ჰიკი, კიარა ჯაჯი და სოფი ჰლი-ტოუ – 17, 16 და 17 წლის მეცნიერები ირლანდიელები არიან, თანაკლასელები, რომლებმაც Google Science Fair-ის კონკურსზე გაიმარჯვეს. მათმა პროექტმა გააოგნა მსაჯები – თეორიულად მას შეუძლია გლობალური სამეწარმეო კრიზისის დაძლევა. გოგონებმა გაარკვიეს, რომ ბაქტერია დიაზოტროფის მეშვეობით შეიძლება, გარჯვეული კულტურები უფრო ნაყოფიერი გახდეს და მოსავალი გაიზარდოს.
18 წლის ოპოზიციონერი ჯოშუა ვონგი, სათვალიანი ბიჭუნა მას მერე გაიცნო მსოფლიომ, რაც გაირკვა, რომ სწორედ ის ყოფილა ე.წ. ქოლგების რევოლუციის ლიდერი – ჰონკონგის ქუჩის საპროტესტო აქციების, რომლებზეც მოითხოვდნენ ჩინეთის გავლენის შეზღუდვას. ჰონკონგი ადრე ინგლისის კოლონია იყო და უფრო პროგრესულად და დამოუკიდებლად მიიჩნევა, ვიდრე დანარჩენი ჩინეთი. ამიტომაც მოითხოვს ჰონკონგელი ახალგაზრდობა, რომ ჩინეთის ბატონობა გარკვეულწილად მაინც შეიზღუდოს და მეტი თავისუფლება მისცენ ჰონკონგს.
ფლინ მაკ გარი 16 წლის შეფმზარეულია, რომელმაც ჯერ კიდევ 11 წლის ასაკიდან დაიწყო მთელი ოჯახისთვის მომზადება – დედის მომზადებული არ მოსწონდა თურმე. ახლა დედა ამბობს, რომ თავად მხოლოდ ჭურჭელს რეცხავს, ფლინი კი არა მხოლოდ ოჯახს და სანათესავოს კვებავს, რესტორნის სტუმრებსაც, სადაც ცოტა ხნის წინ შეფმზარეულად დანიშნეს. ბიჭს ძალიან უყვარს ექსპერიმენტები და ოცნებობს მსოფლიოში საუკეთესო რესტორნის გახსნაზე.
ტავი გევინსონი, ჟურნალისტი და მსახიობი, ახლა 18 წლისაა, თუმცა 11 წლიდან დაიწყო ბლოგის წაყვანა, როგორც ნამდვილმა ნონკონფორმისტმა და აქტუალურ სტატიებს წერდა როგორც ჟურნალისტი. მისი ბლოგი მალე ნამდვილ ონლაინ-ჟურნალად იქცა, რომელსაც თვეში 3 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავდა. ტავი აგრძელებს ჟურნალისტობას და ბოლო დროს მსახიობობასაც ცდის – ბროდვეიზე თამაშობს რამდენიმე წარმოდგენაში.
კრისტინა პიმენოვა, 9 წლის მოდელი, მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ბავშვად აღიარეს. რუსი ფეხბურთელის რუსლან პიმენოვისა და ყოფილი მოდელის გლიკერია შიროკოვას ქალიშვილს მართლაც დიდი აღიარება ეწვია. დღესდღეობით კრისტინას გვერდზე 2 მილიონზე მეტი მეგობარი ჰყავს და მილიონობით თაყვანისმცემელი მსოფლიოში.