ვარსკვლავური წყვილის რეაქცია ბევრ მშობელს გააოცებს ცოტა ხნის წინ ეკრანებზე გამოვიდა ახალი ფილმი "გაუტეხელი", რომელსაც ბრედ პიტი თავის სამ შვილთან ერთად დაესწრო. მის უფროს ბიოლოგიურ ქალიშვილ შაილოს ისევე ეცვა ბიჭური კოსტიუმი, როგორც ძმებს – ენჯის მიერ ნაშვილებ ბიჭებს. თმაც მოკლედ ჰქონდა შეჭრილი.
ცოლ-ქმარს არასოდეს დაუმალავს, რომ მათ ქალიშვილს ბიჭური სამოსი და ბიჭური ქცევები მოსწონს. ერთხელ ბერდ პიტმა ისიც აღიარა, რომ შაილოს სურს, ჯონი დაუძახონ. ვარსკვლავური წყვილი არანაირად არ ცდილობს, შაილოს ეს სურვილები რამენაირად დათრგუნოს ან შეცვალოს.
სულ მცირე ასაკიდან შაილო ისე დადიოდა, როგორც სურდა – ბიჭური სამოსით და ბიჭური ვარცხნილობებით. საერთოდ, წყვილი ამბობს, რომ ყველა საკითხის მიმართ ტოლერანტულები არიან, ბავშვებს თავისუფლად ზრდიან და არაფერში არ ზღუდავენ. არც კვებაში – ჯოლი არაერთხელ გაუკიცხავთ იმის გამო, რომ ბავშვებს სწრაფი კვების ობიექტებში ხშირად აჭმევს.