მონაკოს ახალი მემკვიდრეები ჰყავს – ბიჭი და გოგონა 36 წლის შარლინ უოტსტოკმა 10 დეკემბერს გაუჩინა შვილები მონაკოს პრინცს, 56 წლის ალბერს. მონაკოს ახალი მემკვიდრეები ჰყავს – ბიჭი და გოგონა, ჟაკი და გაბრიელი. ბედნიერმა დედ-მამამ გადაწყვიტა, ბავშვებთან ერთად ფოტოსესია მოეწყოთ და მსოფლიოსთვის გაეზიარებინათ სიხარული. მონაკოს სამეფო ხომ დიდი ხანია ელოდა კანონიერ მემკვიდრეებს – ალბერს სხვადასხვა ქალისგან არაერთი შვილი ჰყავს, თუმცა უკანონოდ, შესაბამისად, ისინი არც ითვლებიან კანონიერ მემკვიდრეებად.