ქალი შვილსა და ძაღლს ერთნაირად აცმევს და მერე ფოტოებს უღებს შვიდი წლის ძაღლი ზოი ტაივანში წყალდიდობის დროს გადაარჩინეს, რიც შემდეგაც ის ამერიკულ ოჯახში მოხვდა და 10 თვის ბიჭუნას – ჯასპერის უახლოეს მეგობრად იქცა.
გრეის ჩონი, ჯასპერის დედა, ორიგინალურად მიუდგა მათ მეგობრობას, ორივეს ერთნაირად მოსავს, მერე ფოტოებს უღებს და სოციალურ ქსელში ათავსებს. "ზოი ძალიან მორცხვი ძაღლია. ნახევარი წელი დაგვჭირდა, რომ ჯასპერს მისჩვეოდა და არ შეშინებოდა მისი, - ამბობს მისის ჩონი, - ერთხელაც თვითონ მიირბინა ბავშვთან და მუცელზე მოფერების ნება მისცა. მას მერე ძალიან მეგობრობენ".
დღეს ძაღლისა და ბავშვის ფოტოები დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს და ჯასპერის დედაც აგრძელებს "ჩვენებებს".