მრავალფეროვანი კაბები, გრძელი თმა, ფერადი ჩანთები და მსუბუქი მაკიაჟი: ნაომი უოტსის ვაჟი სემიუელ კაი უკვე რეგულარულად ჩნდება საზოგადოებაში ისე გამოწყობილი, როგორც გოგონა. მსახიობი აღიარებს, რომ მას გენდერული სტერეოტიპების გათვალისწინების გარეშე ზრდის და საშუალებას აძლევს, ის ჩაიცვას და ისე გამოიყურებოდეს, როგორც თავად სურს. მას აღარც მოიხსენიებს, როგორც უმცროს ვაჟს, უბრალოდ უმცროს შვილს უწოდებს.
ჰოლივუდში ამ ფენომენს რამდენიმე წლის წინ განსაზღვრული სახელი ჰქონდა და მას "შაილოს ეფექტს" უწოდებდნენ. ეს სახელი ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილის პატივსაცემად მოიფიქრეს. როგორც ცნობილია, სამი წლის ასაკში შაილომ მშობლებს გამოუცხადა, რომ თავს ბიჭად თვლიდა და სთხოვა, ჯონი დაეძახათ. მსახიობები თავიდან ფიქრობდნენ, რომ ასაკთან ერთად ეს ყველაფერი გაივლიდა, მაგრამ ყოველწლიურად შაილო-ჯონის განზრახვა უფრო და უფრო სერიოზული ხდებოდა. შეწყვიტა კაბების ტარება და მთლიანად გადავიდა ჯინსებსა და მაისურებზე. თმა ძალიან მოკლედ შეიჭრა და გამოაცხადა, რომ სქესის შეცვლას აპირებდა. ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა შვილს მხარი დაუჭირეს, იპოვეს ექიმი, რომელმაც მათ შვილს ჰორმონოთერაპია დაუნიშნა და ნელ-ნელა დაიწყეს მისი მომზადება მომავალი ოპერაციისთვის. თუმცა, ჯერჯერობით ეს არ მომხდარა. მეტიც, როდესაც შაილო 15 წლის გახდა, საკუთარ იმიჯს გადახედა და ნელ-ნელა გოგონამ დედასთან ერთად მოულოდნელად დაიწყო სოციალურ ღონისძიებებზე გამოჩენა, ისევ მოირგო კაბები და თმაც ლამაზად გაიკეთა.
საბოლოოდ, როგორც ჩანს, შაილომ უარი თქვა საკუთარ განზრახვაზე, თუმცა არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთა შვილებს ჯერჯერობით მყარად აქვთ გადაწყვეტილება მიღებული და მშობლებიც მხარში უდგანან.
ამ თემაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ მას მერე, რაც ნაომი უოტსის უმცროსი შვილი მამასთან ერთად გამოჩნდა ფილმის პრემიერაზე - ვარდისფერი კაბით და მაღალი ქუსლებით, ფრჩხილზე ლაქით და სახეზე მაკიაჟით.
სემიუელი მსახიობმა 2008 წელს კოლეგისგან - ლივ შრაიბერისგან გააჩინა. მსახიობებმა ერთად 11 წელი იცხოვრეს, მაგრამ არასოდეს დაქორწინებულან. 2016 წელს ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს, ლივს შვილებთანაც აქტიური ურთიერტობა აქვს.
მსახიობებს კიდევ ერთი ვაჟი, ალექსანდრი ჰყავთ. ის უმცროსი ძმის გადაწყვეტილებას არ აჰყოლია, ხშირად ემალება პაპარაცებს, უყვარს მოდური სპორტული ფეხსაცმელი და მთლიანად უგულებელყოფს სოციალურ, ბოჰემურ ცხოვრებას და ამით თავის თინეიჯერულ ამბოხს გამოხატავს.
რატომ იცვამენ ჰოლივუდის ვარსკვლავების შვილები საპირისპირო სქესის ტანსაცმელს - სპეციალისტების შეფასებები