ნაჭერი უნდა იყოს ნატურალური, არ უნდა ჰქონდეს უხეში ნაკერები მაღაზიებსა და ბაზრობებზე დიდი არჩევანია ყველა ასაკის საბავშვო ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელზე. ნებისმიერი ზომა, ხარისხი, ბრენდი თუ ფასი - მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. არსებობს უამრავი ინტერნეტ- მაღაზია, სადაც ასევე შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ნივთის შეძენა. მთავარი პრიორიტეტი საბავშვო ტანსაცმლის არჩევისას - ხარისხია. ნაჭერი უნდა იყოს ნატურალური, არ უნდა ჰქონდეს უხეში ნაკერები, რაც მთავარია, უნდა იყოს მოხერხებული და მოძრაობა არ შეუზღუდოს ბავშვს.
შიგნითა თეთრეული, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, უნდა იყოს დამზადებული ნატურალური ქსოვილისგან, მსუბუქი და არ აღიზიანებდეს კანს. ახალშობილებში ძირითადად იყენებენ ჩითის ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი. უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის - ჯინსებს, სპორტულ შარვლებს - სასურველია ჰქონდეს მაღალი და ფართო წელი, რადგან ყველაზე აქტიური ბავშვებისთვისაც კი მოხერხებული იყოს და თამაშის დროს თავისუფლად იმოძრაონ.
ასევე საყურადღებოა ის, რომ გარეცხვისას ტანსაცმელს ფერი არ უნდა გასდიოდეს, და არც ზომაში უნდა იცვლებოდეს. უხარისხო ტანსაცმელმა, რომელსაც სპეციფიკური სუნიც კი აქვს, შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია. ქურთუკი უნდა ეცვას ბავშვს სეზონის შესაფერისი, დაიცვას ქარისა და წვიმისაგან. კომბინეზონი თუ ჰაერს ატარებს, ბავშვის კანი არ გადახურდება.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ