არგენტინული ტანგოს უბადლოდ შემსრულებელი ყველაზე უცნაური წყვილი - ეს უნდა ნახოთ! ესენი არგენტინელი მოცეკვავეები არიან - აონიკენ კიროგი და ალეხანდრა მარტინიანი. ცნობილი დუეტი წლებია მსოფლიოს უვლის გასტროლებით და აოცებს საზოგადოებას. განსაკუთრებულად უჩვეულოა აონიკენი, რომელსაც ერთი შეხედვით სულაც არ აქვს მოცეკვავის გარეგნობა - თუმცა როგორც კი ცეკვას იწყებს, ისე მსუბუქად და უბადლოდ ასრულებს ყველაფერს, ხალხს გაოცებულსა და აღტაცებულს ტოვებს.
როგორც არგენტინელები ამბობენ, ტანგო 3-წუთიანი რომანია. ამ წყვილის ცეცხლოვანი ცეკვებიც მართლა ვნებიან რომანს ჰგავს.
რაც მთავარია, აონიკენი უმტკიცებს ხალხს, რომ ზედმეტი წონა არანაირად არ არის პრობლემა, თუ ასე გინდა იცეკვო და თუ შიგნიდან ანათებ და ცეცხლს აფრქვევ, იმას ვერ უშლის ვერაფერი გარეგანი ფაქტორი.