ამ ფოტოკოლაჟს სოციალურ ქსელში დიდი მოწონება ხვდა წილად ამ ფოტოკოლაჟს სოციალურ ქსელში დიდი მოწონება ხვდა წილად. კრეატიული და ნამდვილად თბილი ფოტოები ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ორსულობასა და შვილის გაჩენას უკავშირდება. დავინტერესდით ფოტოების ავტორით და ახალგაზრდა ქართული ოჯახით, რომელმაც ასე შემოქმედებითად გამოხატა ოჯახური ბედნიერება.
ფოტოებზე ასახული გოგონა ლელა მაკარაძე-ჩალაძეა, ფოტოგრაფი - მისი მეუღლე გიორგი ჩალაძე. წყვილს დღეს ტყუპი ვაჟი ჰყავს - ალექსანდრე და დემეტრე.