ჩვეულებრივი ქალი ჩვეულებრივი ფორმებით საცურაო კოსტიუმების რეკლამაში
ჩვეულებრივი ქალი ჩვეულებრივი ფორმებით საცურაო კოსტიუმების რეკლამაში
მსოფლიო მოდის სამყაროში მართლაც დიდი რევოლუციაა - ბოლო დროს პოდიუმებსა და მოდური ჟურნალების გვერდებს ისეთი მოდელები იპყრობენ, რომელთა გარეგნობაც ახლოს არის ჩვეულებრივი ქალების გარეგნობასთან. მოდური აღარ არის მეტისმეტი სიგამხდრე, სილამაზის აღიარებული პარამეტრები, რომლებიც შორს არის ჩვეულებრივი ქალების პარამეტრებისგან, სულ უფრო იჩოჩებს უკან და მსოფლიო შოუბიზნესშიც სულ უფრო ხშირად ჩნდებიან სტანდარტული ქალები - პუტკუნებიც და გამხრდებიც, უმრედოებიც და მკერდიანებიც, სტრიებიანებიც და ცელულიტიანებიც, ანუ ისეთები, როგორებიც არიან ზოგადად ჩვეულებრივი ქალები, თავიანთი პატარა
ნაკლოვანებებით და დიდი მომხიბვლელობით, და არა ისეთები, როგორებიც აქამდე მხოლოდ ჟურნალების გარეკანებზე იწონებდნენ თავს და დანარჩენ ქალებს დეპრესიაში აგდებდნენ.
mshoblebi
ეშლი გრეჰემი ერთ-ერთია პუტკუნა მოდელებს შორის, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია. ის ცნობილი ჟურნალის Sports Illustrated-ის სპეციალურ გამოშვებაში გამოჩნდა, გარეკანზეც და მის ფურცლებზეც. "ვიცი, რომ სექსუალური ვარ და მინდა, ყველა ქალმა, ვისაც დიდი ზომის სამოსი აცვია და დიდი ფორმების არის, დაიჯეროს, რომ ისინიც მომხიბვლელები არიან", - ამბობს ეშლი.
mshoblebi
11350
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
.
0
მართლა ლამაზები არიან.
21:23 / 01-03-2015
lika
0
ნუ გაუხეთქუ ქალს გული ცოდოა!!! ისე მოკლას ხარი ტივამა!!
18:20 / 13-02-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```