ამ დედამ მთელი კვირა იარა შვილის შერჩეული სამოსით როგორც წესი, მშობლები აცმევენ ბავშვებს და ურჩევენ სამოსს. რა მოხდებოდა, როლები რომ გაეცვალათ? ერთმა დედამ მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარა და ძალიან სახალისო შედეგიც მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ორი პატარ და ცელქი ბავშვი ჰყავს, სამერი ახერხებს. ყოველთვის ფორმაში იყოს და კარგად გამოიყურებოდეს.
ერთხელაც გადაწყვიტა, რომ თავისი 3 წლის ვაჟისთვის როკველისთვის დაერთო ნება, მისთვის სამოსი აერჩია. ასე იქცა მისი უფროსი ვაჟი ერთი კვირით დედიკოს პირად სტილისტად.
ბიჭუნა ძალიან ბუნებრივად შეუდგა საქმიოს შესრულებას და ყოველდღე გულმოდგინედ არჩევდა თითოეულ სამოსს. "ერთი-ორჯერ ისეთი სამოსი შეათავსა, მომავლისთვისაც მოვინიშნე, ისე მომეწონა, - ამბობს სამერი, - თუმცა ხან ისეთ რამესაც მაცმევდა, მერე ქუჩაში გასვლის მრცხვენოდა. მაინც გავდიოდი და ძალიან ვიხალისე ამ ყველაფერზე".
"როქველი პირდაპირ ეცემოდა რასაც დაინახავდა, მერე კი ფიქრობდა, რა შეერჩია ამ ნივთისთვის. ასე გამომაწყო ხან ცალ-ცალ ჩექმაში, ხან კი მხიარულ მაისურსა და ყვავილებიან შარვალში".
ეს ექსპერიმენტი ისეთი მხიარული და სასიამოვნო აღმოჩნდა, სამერმა სხვა დედებსაც მისცა ბიძგი და რამდენიმე ქალბატონმაც სცადა იგივე, მერე კი ბავშვების მიერ შერჩეულ სამოსში გამოწყობილებმა ფოტოები გადაიღეს.
კვირის ბოლოს კი სამერი დარწმუნდა, რომ სინამდვილეში სულაც არ არის დიდად საღელვი, როგორ გამოიყურები. "ჩვენ თვითონ ვსვამთ საკუთარ თავს ჩარჩოებში, ვცდილობთ რაღაც წესებს დავემორჩილოთ. არადა, ამ ჩარჩოებს ჩვენვე ვიგონებთ. ორი დღე ვიარე სხვადასხვა ფეხსაცმლით და ვერავინ შეამჩნია, სანამ მე არ მივუთითე. იქნებ ზედმეტად ვართ დამოკიდებული მოდაზე და სამოსზე? ბავშვებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება – უნდა აარჩიო ყველაფერი ხასიათის და განწყობის მიხედვით, ცხოვრება გაიხალისო. არ არის საჭირო ყველაფრის გასერიოზულება. მით უმეტეს, ტანსაცმლის".