მათ უძვირფასეს საწოლებში სძინავთ, ნამდვილი დიზაინერების სახელობითი სამოსი აცვიათ, საუკეთესო წრეებზე დადიან და ძვირად ღირებულ საჩუქრებსაც იღებენ ვარსკვლავები თავიანთ შვილებს არაფერზე ეუბნებიან უარს. მათი შვილები დაბადებიდან ეჩვევიან ფუფუნებას. მათ უძვირფასეს საწოლებში სძინავთ, ნამდვილი დიზაინერების სახელობითი სამოსი აცვიათ, საუკეთესო წრეებზე დადიან და რასაკვირველია, ძვირად ღირებულ საჩუქრებსაც იღებენ.
• ბიონსემ და ჯეი ზიმ პატარა ქალიშვილს ლუქს-ავტომანქანების ასლები აჩუქეს: კადილაკისა და ლამბორჯინის. ამბობენ, რომ ამითაც არ შემოიფარგლნენ და პატარა ბლუ აივის 75 ათას დოლარად ღირებული არაბული ულაყი აჩუქეს. გარდა ამისა, მშობლებმა ბავშვისთვის მაიამიში ერთი დღით იქირავეს ნაკრძალი.
• კანიეი უესტისა და კიმ კარდაშიანის ქალიშვილი ჯერ ერთი წლისაც არ არის, თუმცა უკვე იღებს ძვირფას საჩუქრებს თავისი ცნობილი მშობლებისგან. ცოტა ხნის წინ მას ლამბორჯინის პატარა ასლი აჩუქეს - ზუსტად ასეთი მანქანით დადის მამამისი კანიეი. გარდა ამისა, მას დაბადებიდან ამშვენებდა ოქროსსახელურიანი მატყუარა, ცოტა ხნის წინ კი ყურებიც გაუხვრიტეს და ბრილიანტისთვლიანი საყურეც გაუკეთეს.
• ვიქტორია და დევიდ ბექჰემებიც ბავშვობიდან უვითარებენ შვილებს კარგ გემოვნებას. ორი წლის ჰარპერმა მამისგან უჩვეულო საჩუქარი მიიღო - ბრიტანელი მხატვრის დემიენ ჰერსტის ტილო. ორმეტრიან ტილოზე გულია გამოსახული და მისი ფასი 600 ათასი გირვანქა სტერლინგია. გული ბავშვის ოთახში დაკიდეს.
• ამერიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპის შესახებ ყველას გაუგონია. ეს 66 წლის ბიზნესმენი ბოლო წლებია ყოფილ მოდელ, 42 წლის მელანია ტრამპზეა დაქორწინებული. მელანიამ მას ვაჟი გაუჩინა - ბარონ უილიამი ახლა შვიდი წლისაა. ტრამპი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, მისი ქონება 3,2 მილიარდი დოლარია. ამიტომაც არის, რომ მელანია და მისი ვაჟი სრულ ფუფუნებაში ცხოვრობენ (დაათვალიერეთ ტრამპის უძვირფასესი სახლ-კარი). მათი სახლი მანჰეტენზე მდებარეობს და 100 მილიონი დოლარი ღირს. ოჯახი არ იკლებს ძვირად ღირებულ მოგზაურობებს, სადილებს, ვახშმებს, ღონისძიებებს. უფრო მეტიც, როგორც მელანიამ გაამხილა, მის ვაჟს ძილის წინ სპეციალური კრემით უზელს ტანს, რომლის შემადგენლობაშიც თურმე შავი ხიზილალა შედის. "მას ძალიან მოსწონს ეს კრემი, სასიამოვნოა და კარგი სუნიც აქვს", - ამბობს მელანია, თუმცა არ აკონკრეტებს, რა ღირს ეს სიამოვნება.