როგორ ავარჩიოთ ორთოპედიული მატრასი
როდესაც ჯერი ბავშვის ოთახის მოწყობაზე დგება, გარდა დიზაინისა, უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი ჩვენი პატარების კომფორტისა და სწორი განვითარებისათვის. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ "ემბავუდის" მარკეტინგის მენეჯერ დიმიტრი გრაჩევს მივმართეთ, შედეგად ყველა მშობლისთვის ყურადსაღები რჩევები მივიღეთ.
- ბავშვის ოთახის მოწყობისას ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. დიზაინი, გამძლეობა, ეკოლოგიურად ჯანსაღი მასალა და ა.შ. ბავშვის ოთახში არსებული ავეჯის კუთხეები უნდა იყოს მომრგვალებული ისევ ჩვენი პატარების უსაფრთხოებისათვის, რომ შემთხვევით არ მიეჯახოს და რამე არ იტკინოს. გარდა ამისა, შურუფები დაფარული უნდა იყოს, რომ ბავშვმა მასზე ხელი არ იტკინოს. მაგალითად, ჩვენთან, "ემბავუდში" ამ წვრილმან დეტალებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. შეიძლება სათქმელად წვრილმანი იყოს, მაგრამ ამის გაუთვალისწინებლობას შემდეგ შეიძლება, დიდი პრობლემები მოჰყვეს. რასაკვირველია, ავეჯი უნდა იყოს ძლიერი მექანიზმებით აწყობილი, რომ შეინარჩუნოს გამძლეობა და რაც ყველაზე მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა მასალით უნდა იყოს დამზადებული.
ბავშვის ოთახში უპირველესად ალბათ საწოლს მოვიაზრებთ, ამ შემთხვევაში კი ბავშვის განვითარებისა და ჩამოყალიბებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მატრასს ენიჭება. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვი მზარდი ორგანიზმია, უმჯობესია, თუ შედარებით დიდ, ე.წ. ერთადგილიანი საწოლის, 2/90-ზე ზომის ლოგინში იწვება. უმეტესწილად მომხმარებელი ითხოვს სათავსოიან საწოლს, რაც ბუნებრივია. ბავშვს უამრავი რამ სჭირდება და რაც უფრო მეტი სათავსო იქნება ოთახში, უკეთესია.
- როგორც აღნიშნეთ, მასალას, რითაც ავეჯი მზადდება, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, იქნებ გვირჩიოთ, რა მასალისგან დამზადებული ავეჯი შევიძინოთ ბავშვის ოთახისთვის?
- ბაზარზე ყველაზე გავრცელებული მასალა, რითაც ავეჯს ამზადებენ, არის "დსპ", ჩვენც ძირითადად ამ მასალას ვიყენებთ, მაგრამ ზოგიერთი "დსპ" შეიცავს წებოს ფორმალდეჰიდს, რაც იწვევს თავის ტკივილს, "ემბავუდი" კი ავეჯს ამზადებს ევროპული ხარისხის "E" სტანდარტის "დსპ"-თი, რომელიც ამ ფორმალდეჰიდს შეიცავს ძალიან მინიმალურად, იმ დოზით, რაც არანაირ გავლენას არ ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
- როგორ უნდა მიხვდეს მომხარებელი, რა რაოდენობით შეიცავს ავეჯი ზემოხსენებულ წებოს, თუ არის ეს ინფორმაცია სადმე მითითებული?
- ამას სამწუხაროდ, ვერ მიხვდება მომხმრებელი ვერანიარად, ნდობის საკითხია. ბრენდმა არ უნდა იკადროს მომხმარებლის მოტყუება, თორემ თავად მომხმარებელი ამას ვერანაირად შეიტყობს. მასალა, რითაც ავეჯი მზადდება, ლამინირებულია და შეუძლებელა დაინახო, შიგნით რითაა დამუშავებული. თუ ზემოხსენებული წებოა გამოყენებული, გექნებათ თავის ტკივილი და ვერ გაიგებთ საიდან. გარდა ამისა, ჩვენ რბილი ავეჯისთვის ვიყენებთ ანტიალერგიულ ნაჭრებსა და მასალებს, ჩვენი ნაწარმი არ შეიცავს ქიმიურ ხსნარებსა და მინარევებს, დამუშავებულია მაქსიმალურად სუფთა პროდუქტით. "ემბავუდში" შეძენილი ავეჯის პრიორიტეტი არის ისიც, რომ ჩვენ აქ ვაწარმოებთ ავეჯს და დაზიანების შემთხვევაში, შეგვიძლია, მაქნიზმი ან მხოლოდ ავეჯის ერთი დეტალი, ერთი ნაჭერი სპეციალურად თქვენთვის ხელახლა დავამზადოთ. გარანტიის შემთხვევაში ჩვენ ვცვლით დაზიანებულ ავეჯს. თუ ავეჯს სხვაგან იყიდით და დაგიზიანდებთ, არავინ ჩამოგიტანთ ხელმეორედ მაგალითად, მხოლოდ საძინებლის ტუმბოს, რადგან, როგორც წესი, ჩამოაქვთ მთლიანად კომპლექტი, ჩვენ კი შეგვიძლია თითო დეტალი, თუნდაც ერთი თითო ტუმბო თავიდან ვაწარმოოთ.
- როდესაც ბავშვის ოთახსა და საწოლზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია გამოვტოვოთ მატრასის თემა. ბავშვის სწორად განვითარებისათვის როგორი მატრასია მიზანშეწონილი?
- როდესაც ხერხემალი ჩამოყალიბებული არაა და ფორმირების პროცესშია, აუცილებელია მოზარდი იწვეს არა რბილ, არამედ უფრო მაგარ ე.წ. ორთოპედიულ მატრასზე. ამასთან ერთად, "ემბავუდის" საწოლებს მოჰყვება ე.წ. "ნეკნების მექანიზმი". რა არის ეს? ესაა საწოლზე განთავსებული რკინის ჩარჩო, რომელშიც ჩასმულია მოხარშული ხის მომრგვალებული და ზემოთ ამობურცული, ამოწეული ფიცრები. იდეალურ შემთხვევაში, ე.წ. ნეკნების მექანიზმზე უნდა დადოთ ორთოპედიული მატრასი, ორივე ერთად კი ამცირებს ხერხემლის პრობლემების განვითარებას.
- გარდა ამისა, საინტერესოა როგორ მოვუაროთ ავეჯს?
- ზოგადად, "დსპ" არაპრეტენზიული მასალაა, შეგიძლიათ ტილოთი გაწმინდოთ. ჩვენთან "დსპ"-ს ნაწიბურები მუშავდება ე.წ. "კრომკით", რომელიც ისეა დახურული და ისე კრავს მასალას, რომ მასში წყლის შესვლის რისკი ძალიან დაბალია. არააა სასურველი წყლით გაიწმინდოს "დსპ", მაგრამ ასეც რომ მოიქცეთ, ავეჯი არ დაზიანდება, თუ ამას სისტემატიურ ხასიათს არ მისცემთ.
ციცი ომანიძე