სკოლა სოჭში დაამთავრა, თუმცა სწავლის სიყვარულით არ გამოირჩეოდა. უფრო სპორტი აინტერესებდა, ფეხბურთით იყო დაკავებული. შემდეგ მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა, დასარტყამი ინსტრუმენტების კლასი. ჯარში მსახურის შემდეგ როკ-ჯგუფებში უკრავდა და საკმაოდ გვიან, 30 წლისამ გადაწყვოტა მოსკოვში გადაბარგება. "იმიტომ წავედი, რომ უკვე ვხვდებოდი, სოჭის რესტორნებში თუ დავრჩებოდი მომღერლად, როგორც არტისტი, დავიღუპებოდი. დღე და ღამ ვმუშაობდი და დაღლილობას ალკოჰოლით ვიხსნიდი...", - იხსენებს იმ წლებს ლეფსი.
მოსკოვიც არ შეხვედრია გულითადად. ჩათვალა, რომ უკვე ყველა შანსი დაკარგა, სვამდა, ეწეოდა, ნარკოტიკებს იღებდა, ჩხუბობდა და როგორც ამბობს, 100 კილოგრამამდე იწონიდა...თუმცა მოახერხა ამ წუმპედან ამოსვლა, აღმოჩნდა რუსულ ესტრადაზე და ისეთ წარმატებას მიაღწია, რუსული ესტრადის მეგავარსკვლავად
იქცა და მისმა ჰონორარებმაც იმატა. დღეს ის მდიდარი და წარმატებულია, ჰყავს ცოლი და ოთხი შვილი (უფროსი გოგონა, ინგა, პირველი ცოლისგან). არც დედა და და დავიწყებია, რომელთაც მოსკოვში ბინა უყიდა და ხშირად ნახულობს.
თავად ლეფსს მოსკოვში 320 კვადრატული მეტრი ფართის უზარმაზარი ბინა აქვს მოსკოვში, რომლის მისაღები ოთახი ტაძარს უფრო ჰგავს - მთელ ოთახში 150 ხატისგან შემდგარი კოლექციაა განთავსებული. ეს კოლექცია საკმაოდ ფასეულია და კარგ პირობებსაც მოითხოვს, ამიტომ აპირებს მომღერალი მათ გადატანას აგარაკზე, რომელსაც არემონტებს. ამ სივრცეს კი ალბათ მერე სხვანაირად მოაწყობს. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ სახლისა და ვილის ფოტოები