იმოგზაურეთ ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის სახლში ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმრად ძალიან საინტერესო და მხიარული ადამიანი შევარჩიეთ. "შინ" ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის ბინაში გეპატიჟებათ. ხატიამ ბინა საკუთარი გემოვნებით მოაწყო. წყვილს სამი შვილი ჰყავს, ამოტომ ყველა კუთხე და დეტალი ბავშვებზეა მორგებული და მთთვის მაქსიმალური კომფორტია შექმნილი.
- სანამ ამ სახლში გადმოვიდოდით, ავლაბარში, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. დაახლოებით 5 წელია აქ ვცხოვრობთ. როცა შევიძინეთ, გარემონტებული, საცხოვრებლად გამზადებული იყო და მალევე გადმოვედით. ჩემს მეუღლეს მოუწია ყაზახეთში წასვლა, ამ დრის მე ვიყავი 9 თვის ორსული. უეცრად დამებადა იდეა, რომ უნდა გამერემონტებინა ბინა. როცა ამის შესახებ რამაზის ვუთხარი, შემეწინააღმდეგა, არ უნდოდა, თავი დამეტვირთა და გადავღლილიყავი, მაგრამ არ დავუჯერე. როცა დაბრუნდა, ისე მოეწონა სახლი, წყენამ მაშინვე გაუარა. ყველა სირთულე ჩემს თავზე ავიღე. დავიქირავე ხელოსნები, მათთან ერთად დავდიოდი ელიავას ბაზრობაზე, რემონტისთვის საჭირო ყველა მასალა ჩემი ხელით მომქონდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 9 თვის ორსული ამდენს შევძლებდი. ძალიან გადავიღალე, მაგრამ შედეგით იმდენად კმაყოფილი ვიყავი, ამას ყურადღებას აღარ ვაქცევდი. მაქსიმალურად ვეცადე, თანამედროვე და მინიმალისტური გამოსულიყო. არასოდეს მომწონდა ძველებური სახლები, ანტიკვარიატით და მოჩუქურთმებული ავეჯით გაწყობილი. მსგავსი სახლები ცუდ ხასიათზე მაყენებს. ძალიან მომწონს დიდი და თანამედროვე დიზაინით მოწყობილი მყუდრო ბინები. ჩემი უპირველესი მიზანი იყო, ბინა მოხერხებული და პრაქტიკული გამოსულიყო, მოდური ტენდენციები მეორე პლანზე გადავწიე. ყველა სახლში იგრძნობა აურა, ჩემს სახლში იმდენად დადებითი აურა ტრიალებს, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ყოვველთვის სახლისკენ მომეჩქარება. იგივე განცდა აქვთ ბავშვებსაც.
ყველა ოთახში ბავშვის ნივთებს, სათამაშოებს და ინვენტარს შეხვდებით. იმის მიუხედავად, რომ სახლი მთლიანად ბავშვების სამფლობელოა და გოგონების განკარგულებაშია, მათთვის ეს სივრცე და ფართი უკვე არასაკმარისია.
- უკვე მრავალრიცხოვანი ოჯახი ვართ, ამიტომ გვიძნელდება ამ სახლში ცხოვრება, ბავშვების ეზოში ჩაყვანის პრობლემაც გვაქვს, არადა მათთვის აუცილებელია სუფთა ჰაერზე ყოფნა, ქვიშაში თამაში. მე და რამაზიმ გადავწყვიტეთ და შევიძინეთ კერძო ბინა ავლაბარში, საკმაოდ დიდი ეზოთი, რომელსაც ახლა ვარემონტებთ. ამ სახლის შენება-რემონტის საკითხიც ჩემს თავზე ავიღე. ჩემი და რამაზის გემოვნება აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს, არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. დარწმუნებულია ჩემს შესაძლებლობებში, იცის, რასაც მოვკიდებ ხელს, ყველაერს გემოვნებით და ხარისხიანად გავაკეთებ, ამიტომ თვალდახუჭული მენდობა. ამ სახლშიც ბავშვებზე და მათ კომფორტულ გარემოზე ვაკეთებ აქცენტს. ყველა გასართობი საშუალება გარეთ გვექნება გამოტანილი. როცა გადავალთ ახალ სახლში, იქაც აუცილებლად გიმასპინძლებთ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები