როცა ერთ სახლში ორი ცნობილი მხატვარი ცხოვრობს - სიყვარულით და შემოქმედებით გაჯერებული ბინა
როცა ერთ სახლში ორი ცნობილი მხატვარი ცხოვრობს - სიყვარულით და შემოქმედებით გაჯერებული ბინა
ერ­თ­მა­ნე­თი სტუ­დენ­ტო­ბი­სას გა­იც­ნეს. ოჯა­ხი 1983 წელს შექ­მ­ნეს. და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლისაა ის ბი­ნა, სა­დაც ახ­ლა ცნო­ბი­ლი მხატ­ვ­რე­ბი ქე­თი მა­ტა­ბე­ლი და გია გუ­გუშ­ვი­ლი ცხოვ­რო­ბენ. ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ზე ერ­თად იზ­რუ­ნეს. კორ­პუ­სი ვე­რეს ხე­ო­ბას გადაჰყურებს, ბი­ნა ბო­ლო სარ­თულ­ზეა და საკ­მა­ოდ ნა­თე­ლია. დე­რეფ­ნი­დან სხვა­დას­ხ­ვა სივ­რ­ცე­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბი - მი­სა­ღე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო, ოთხი სა­ძი­ნე­ბე­ლი, ორი სვე­ლი წერტილი. აქ­ვეა ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თის სა­მუ­შაო ოთა­ხი, სა­ი­და­ნაც მან­სარ­და­ზე ხის კი­ბით ადი­ხარ. მან­სარ­და ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თის სა­თავ­სოა, სა­დაც სა­მუ­შაო ნივ­თე­ბი, წიგ­ნე­ბი და რამ­დე­ნი­მე ნამუშევარია გა­მო­ფე­ნი­ლი.
აქ­ვეა გია ჯა­ფა­რი­ძის ერთ-ერ­თი სკულ­პ­ტუ­რა. ცოლ-ქმრის ბი­ნა­ში, მა­თი ტი­ლო­ე­ბის გარ­და, ირაკ­ლი ფარ­ჯი­ა­ნის, ავ­თო ვა­რა­ზის, გე­ნო ზა­ქა­რა­ი­ას, ლე­ვან ჭო­ღოშ­ვი­ლის და სხვა­თა ნა­მუ­შევ­რე­ბი ინა­ხე­ბა...

ამ ბი­ნა­ში დი­ა­სახ­ლი­სის სა­ხე­ლოს­ნოა, ხო­ლო ბა­ტონ გი­ას სა­ხე­ლოს­ნო სხვა ად­გი­ლას აქვს, სა­დაც ძი­რი­თა­დად შა­ბათ-კვი­რას მი­დის, რად­გან და­ნარ­ჩენ დღე­ებ­ში სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი ხატ­ვის­თ­ვის ვერ იც­ლის...

შვი­ლე­ბი - გი­ორ­გი, მა­რი­ა­მი და ლუ­კა ხე­ლო­ვა­ნე­ბი არი­ან, გი­ორ­გის მე­უღ­ლე ინა მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლიც ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნია. ბა­ბუა ამ­ბობს, რომ მა­თი პა­ტა­რა შვი­ლიშ­ვი­ლი ქე­თიც ამ სფე­რო­თია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, ეს ის გა­რე­მოა, სა­დაც ზღურბლს გა­და­ა­ბი­ჯებ თუ არა, იგ­რ­ძ­ნობ, რომ აქ შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ...
mshoblebi
გია:
- სახ­ლი ჩვე­ნი დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლია. ოჯა­ხის ყვე­ლა წევრს თა­ვი­სი სა­ძი­ნე­ბე­ლი აქვს. მას შემ­დეგ, რაც გი­ორ­გი და­ო­ჯახ­და, ცალ­კე ცხოვ­რობს. მთა­ვა­რი
პრინ­ცი­პი ის იყო, რომ ახალ­გაზ­რ­დებს ჰქო­ნო­დათ თა­ვი­ან­თი სივ­რ­ცე, ან­და სტუ­მარს თუ მი­სა­ღებ ოთახ­ში მი­ი­ღებ­დ­ნენ, ჩვენ თავ­ზე არ წა­მოვ­დ­გო­მო­დით და დე­რეფ­ნის გავ­ლით სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ან ჩვენს ოთახ­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვით.

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ნის ში­და დი­ზა­ინს, რა­ღა­ცე­ბი ერ­თად მო­ვი­ფიქ­რეთ, მაგ­რამ უმ­თავ­რე­სად ბი­ნა ქე­თის მოწყო­ბი­ლია. აქ მან შე­იქ­მ­ნა და შეგ­ვიქ­მ­ნა ჩვენ-ჩვე­ნი სამ­ყა­რო. ყვე­ლა­ზე დი­დი ხიბ­ლი ალ­ბათ ისაა, რომ ბო­ლო სარ­თუ­ლია. ბი­ნა ხის, კო­ტე­ჯუ­რი ტი­პის გა­და­ხურ­ვით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ბუ­ხა­რიც გვაქვს და მწვა­დებ­საც ვწვავთ ხოლ­მე.

- მი­სა­ღებ ოთახ­ში ბუხ­რის გა­კე­თე­ბა ვი­სი იდეა იყო?

ქე­თი:
- ორი­ვე­სი. ბუ­ხა­რი აუცი­ლებ­ლად უნ­და გვქო­ნო­და, ძველ ბი­ნა­შიც გვქონ­და.
გია:
- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბუ­ხა­რი კარ­გად მუ­შა­ობს (ი­ღი­მის). სა­ერ­თოდ, ამ ბი­ნა­ში ბევ­რი დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი მიგ­ნე­ბა ჩემს ერთ-ერთ სტუ­დენტს, გო­გი­ტას ეკუთ­ვ­ნის. მათ შო­რის ბუ­ხა­რიც, რო­მე­ლიც ნიჩ­ბი­სის ქვის­გან არის გა­კე­თე­ბუ­ლი. ჩვე­ნი სახ­ლის ფან­ჯ­რე­ბი­დან მო­ჩანს ფერ­დო­ბი, ბუხ­რის ფე­რი და ლან­დ­შაფ­ტი ერ­თ­მა­ნეთს კარ­გად ერ­წყ­მის.

- კედ­ლებ­ზე ძი­რი­თა­დად თქვე­ნი - ცოლ-ქმრის ნა­მუ­შევ­რე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი, ხომ?

- დი­ახ, მი­სა­ღებ­ში ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბი სჭარ­ბობს, ხო­ლო და­ნარ­ჩენ ოთა­ხებ­ში - ქე­თი­სი. კედ­ლებ­ზე გა­მო­ფე­ნილ ნა­მუ­შევ­რებს იშ­ვი­ა­თად ვცვლით. თუ გა­მო­ფე­ნაა, სუ­რა­თე­ბი მხო­ლოდ მა­შინ "გა­დის" სახ­ლი­დან, თუმ­ცა, ეს იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ მხატვრების სახლი
1339
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```