"რომ გადმოვედით, ეს სახლი ბოსელს ჰგავდა..." – როგორ აქციეს "ბოსელი" კომფორტულ ბინად მაღლაკელიძეებმა
"რომ გადმოვედით, ეს სახლი ბოსელს ჰგავდა..." – როგორ აქციეს "ბოსელი" კომფორტულ ბინად მაღლაკელიძეებმა
ამჯერად ყველაზე მხიარულმა, პოზიტიურმა, ენერგიულმა მომღერალმა და გიტარისტმა ხვიჩა მაღლაკელიძემ უმასპინძლა "შინს". სახლშიც ისეთივე პოზიტიური აურაა შექმნილი, როგორც მისი ბინადრები არიან.

- ეს სახლი 2001 წელს ვიყიდეთ. რომ გადმოვედით, დაახლოებით საქათმესა და ბოსელს შორისი სიტუაცია იყო. წინა მაცხოვრებლებს ღრმა კვალი დაეტოვებინათ და მისი დეზინფექციისთვის რამდენიმე ტონა ერევნის ხსნარი დაგვჭირდა. თავდაპირველად გავაკეთეთ კოსმეტიკური რემონტი, რადგან ძირფესვიანი რემონტის გკეთების "ერთი ადგილი" არ მქონდა (იცინის). გავაკეთე მსუბუქი რემონტი, რომელმაც 6 წელი გაძლო. მერე
უკვე ქალბატონმა ჩახვაძემ (ხვიჩას მეუღლე - ავტ.) ითავა რემონტის საკითხი.
ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ჩემმა მეუღლემ არ იცის და თქვენგან გაიგებს, აბსოლუტურად ყველა საქმე გამომდის, მაგრამ არ ვამხელ, რადგან დაიწყება დაუსრულებელი მოთხოვნები - ონკანი გამოცვალე, სანათები დააყენე, პლინტუსი მიაჭედე და ა.შ. ჩავილაგე ჯიბეებში ხელები და ვუთხარი, კედლების შეღებვა არ ვიცი, ლურსმნის დაჭედება არ გამოდის, შპალერს ვერ გავაკრავ. დედა, მოვისვენე, არავინ არ მაწუხებს! სამაგიეროდ ჩემს ცოლს ჰქონია რემონტის გაკეთების ძალიან კარგი ნიჭი. შპაკლი მისი გაკეთებულია სამზარეულოში, გიფსოკარდონი ჩემს მეგობართან ერთად გააკრა, კედელი უფროს ვაჟთან ერთად შეღება. ხელოსნებიც დადიოდნენ, იყო პერიოდი, წელს ზემოთ შიშველი კაცები ,,დაიარებოდნენ" ჩვენს სახლში. ზოგს გაჯი შემოჰქონდა, ზოგს - ცემენტი. მისაღები ოთახი
იყო ძალიან დიდი, სამზარეულოს მხარეს იყო საძინებელი, შემოსასვლელ ოთახში, კუთხის დივანი სადაც დგას, იყო საპირფარეშო. დიდი "პერესტანოვკები" გააკეთა ჩემმა მეუღლემ, ყველაფერი გადააკეთა. როცა რემონტი დაიწყო, დავკარი ფეხი და გასტროლებზე გავემგზავრე ისრაელში. დავუტოვე ფული და ვუთხარი, რაც გინდა, ის გააკეთე, მხოლოდ მეტრა მეტრაზე კუთხე დამახვედრე, რომ დავიძინო-თქო.
mshoblebi
- მუშების სარემონტო მასალებით მომარაგებას ვინ უზრუნველყოფდა?
- სარემონტო მასალების მოტანას, ჩემი მეუღლის ხელმძღვანელობით უზრუნველყოფდა ავტომანქანა, სახელწოდებით "დაიჰაცუ", რომელსაც მოფერებით "კონსერვის ბანკას" ვეძახით. ვერაფრით ვერ გავაფუჭე, ახლაც ეზოში აგდია. მასალების შესაძენად ჩემი მეუღლე დადიოდა. მე რომ ელიავას ბაზრობაზე გამოვჩნდებოდი, მასალა თუ ღირდა 10 ლარი, მე 25-ს მიფასებდნენ. რემონტის პროცესში ჩემს მეუღლეს დაეწყო სისუსტეები, სუნზე მგრძნობელობა, ვიფიქრე, გაჯის და ცემენტის ალერგია ექნება -თქო. თურმე პატარა ხულიგანი იყო მუცელში და სწორედ ამ გაჯიანობის და არეულობის პერიოდში გაჩნდა. როცა დაიბადა, მინდოდა გიფსოკარდონი ან პლინტუსი დამერქმია, საბოლოოდ დავარქვით ილიკო. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები
4240
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```