გიგი დედალამაზიშვილის მშობლიური კერა და ერთოთახიანი ბინა, სადაც ცოლ-შვილთან ერთად გადასახლდა
გიგი დედალამაზიშვილის მშობლიური კერა და ერთოთახიანი ბინა, სადაც ცოლ-შვილთან ერთად გადასახლდა
"შინს“ ქალბატონმა ციცი ფალავანდიშვილმა უმასპინძლა სახლში, სადაც ჯგუფი "მგზავრების“ სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი გაიზარდა და არაჩვეულებრივი ბავშვობის წლები გაატარა. ცოტა ხნის წინ გიგი მეუღლესა და შვილთან ერთად ახალაშენებულ სახლში გადავიდა, თუმცა მშობლიური სახლი ძალიან ძვირფასია მისთვის და ბევრ ტკბილ მოგონებებთან ასოცირდება. ქალბატონი ციცი ორი წლის იყო, როცა ამ კორპუსში დასახლდნენ. ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ არაფრის ფასად ამ სახლს და უბანს არ დათმობს.

- ორი წლის ვიყავი, როცა ამ კორპუსში დავსახლდით. ჩვენი
სახლი, სადაც გავიზარდე მეოთხე სართულზეა. როცა გავთხოვდი, მერე ვიყიდეთ მეორე სართულზე სახლი. გიგი მეოთხე სართულზე დაიბადა, შემდეგ გადმოვედით აქ. "ხრუშოვკის“ პროექტი იყო და ჩემს გემოზე გადავაკეთე, უფრო პრაქტიკული და მოსახერხებელი რომ ყოფილიყო. ჩვენთან სულ სტუმრიანობაა და შევეცადე ხალხმრავლობაზე ყოფილიყო მორგებული. მინდოდა, სასტუმრო ოთახი გაცილებით დიდი გამოსულიყო და გაამართლა. ძალიან მომწონს ნათელი ფერები ადამიანებშიც და სახლშიც. ვერ ვიტან სიჭრელეს. საძინებელში მომწოს სალათისფერი, ძალიან ამშვიდებს. ამჟამად ამ სახლში მე, ჩემი მეუღლე, ჩემი ქალიშვილი
და უფროსი შვილიშვილი ვცხოვრობთ.
mshoblebi
სულ ახლახან გიგი ბელიაშვილზე არაჩვეულებრივ ბინაში გადავიდა. ჩემთან ახლოს რომ არ ცხოვრობდნენ, ვერ გავძლებდი. თავიდან როცა გადავიდნენ, ორი კვირა თვალი არ მომიხუჭავს, ვერ ვიძინებდი. მაგრამ სულ ერთად ვართ და უკვე შევეგუე.
იქ დიზაინერის დახმარებით ყველაფერი არაჩვეულებრივად და გემოვნებით მოაწყვეს. ამ სახლში ბოლოს რემონტო 2008 წელს გავაკეთეთ. ოჯახის ყველა წევრი აქტიურად ვიყავით ჩართულით რემონტის საკითხში. ძალიან მიყვარს ეს დასახლება, ცენტრალურ უბნენთან შედარებით სუფთა ჰაერი და მყუდრო გარემოა. სამზარეულოდან ხედიც ლამაზია. ბაღიც და სკოლაც აქვე გვაქვს, ზარის დარეკვას 5 წუთი რომ აკლდა, მაშინ გარბოდა გიგი და ასწრებდა კლასში შესვლას (იღიმის). გიგის ერთოთახიანს რაც შეეხება იქ ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა.

- ანუ ეხერხება სარემონტო საქმეები...
- რომ გითხრათ, ძალიან ხელმარჯვეა-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ უყვარს ყველაფერი ხარისხიანი და ორიგინალური. ცდილობს, თუ რაიმეს აკეთებს, განსხვავებულად გააკეთოს. თუ შეამჩნიეთ, მე ინტერიერში არეული მაქვს ძველი და ახალი სტილი, გიგის და მარინას უფრო თანამედროვე სტილი მოსწონთ. მარინას ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს და ეს იგრძნობა მათ სახლში. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ორივე სახლის ფოტოები
9924
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```