ყველა ბავშვი თითქმის ერთნაირია. მათ უბრალოდ, თამაში უნდათ ეს პროექტი იტალიელ ფოტოგრაფ გაბრიელ გალიმბერტის ეკუთვნის, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობს თავგადასავლების, საინტერესო ამბებისა და საინტერესო ადამიანების საძიებლად. ფოტოპროექტი "სათამაშოების ამბები" განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა – მან ბავშვებს თავიანთ სათამაშოებთან გადაუღო ფოტოები. "ყველა ბავშვი თითქმის ერთნაირია. მათ უბრალოდ, თამაში უნდათ", - ამბობს გაბრიელი.
თუმცა თამაშები განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში და სათამაშოების რაოდენობა და ხარისხიც. ზოგს, განსაკუთრებულ აფრიკულ ღარიბ ქვეყნებში, თითო ან ორი-სამი სათამაშო აქვს ხოლმე. "ზოგიერთი ბავშვი საერთოდაც ქუჩაში თამაშობს, სათამაშოების გარეშე".
პროექტში სხვადასხვა ქვეყნის ბავშვებთან ერთად ქართველი გოგონაც აღმოჩნდა – პატარა ელენე, თავისი სათამაშოებით.
ჟაკლინი, ფილიპინები
იულია, ალბანეთი
ჩივა, მალავი
ბოტიე, ბოტსვანა
ტანგავი, ნამიბია