ასეთი მონცემები შემდგომში სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასაც გამოიწვევს ბავშვების სიმსუქნე იმდენად გავრცელებული პრობლემა გახდა ბრიტანეთში, რომ მაღაზიების მფლობელებმა სპეციალური მანეკენების შეკვათა დაიწყეს, რომლებიც უფრო ტანსრულები არიან. ამგვარი დაკვეთები ყოველდღიურად მატულობს.
ექსპერტები ადასტურებენ სამწუხარო ფაქტს: პატარა ბრიტანელების დაახლოებით 20%-ს სიმსუქნე აწუხებს. დიეტოლოგების თქმით, ასეთი მონცემები შემდგომში სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასაც გამოიწვევს. ბრიტანეთი პირველ ადგილზეა დასავლეთ ევროპაში, ბავშვთა სიმსუქნის მხრივ. ამ პრობლემის მკურნალობა სახელმწიფოს წელიწადში დაახლოებით 4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უჯდება.