ივანკა ტრამპი ამერიკელი დედების ახალი კერპია - როგორ ზრდის შვილებს პრეზიდენტის ქალიშვილი?
ივანკა ტრამპი ამერიკელი დედების ახალი კერპია - როგორ ზრდის შვილებს პრეზიდენტის ქალიშვილი?
35 წლის ბიზნესლედიმ, მწერალმა და სამი შვილის დედამ საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ უფრო მეტად მიიპყრო, რაც მისი მამა ა.შ.შ.-ს პრეზიდენტად აირჩიეს. ივანკა ქალებისა და დედების კერპი გახდა. თავად განსაჯეთ: 35 წლის ივანკამ წარმატებული კარიერა აიწყო, ჰყავს სამი შვილი - გოგონა არაბელა როუზი და ბიჭები - ჯოზეფ ფრედერიკა და თეოდორა ჯეიმსი. გარდა ამისა, იგი ებრაელ ქალთა მოძრაობის აქტივისტია - ქორწინების შემდეგ იუდაიზმი მიიღო.

ივანკა მხარს უჭერს ქალებს, რომლებმაც ბავშვები გააჩინეს და სამსახურს
დაუბრუნდნენ. იგი თვლის, რომ ყოველ ქალს აქვს უფლება, იყოს თვითრეალიზებული.
ბოროტი ენები ამბობენ: “რა თქმა უნდა! მილიარდერის ქალიშვილისთვის წარმატების მიღწევა არც ისე რთულია.“ თუმცა, გარდა ფულისა საჭიროა მიზანსწრაფულობა, შრომისმოყვარეობა და სურვილი იცხოვრო სავსე, შეგნებული ცხოვრებით. დრო არ დაკარგო ღამის კლუბებში სიარულით, როგორც ამას აკეთებს არაერთი ცნობილი და შეძლებული ადამიანის შვილი. ასე, მაგალითად, 26 წლის ივანკა გახდა ვიცე-პრზიდენტი თავისი მამის კორპორაციაში Trump Organization-ში და დღემდე იკავებს ამ თანამდებობას. ახალგაზრდა ბიზნეს-ლედი დაკავებულია სპორტით და შესანიშნავად გამოიყურება. ამბობენ, რომ მასთან შედარებით ქეით მიდლტონი მეორე პლანზე გადავიდა.
mshoblebi
ბიზნესვუმენი, ფოტომოდელი და მწერალი ივანკა ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტს ასევე ჩეხ მოდელთან, ივანა ელნიჩკოვთან ქორწინებაში ეყოლა. გოგონა 2 წელი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში
სწავლობდა, მოგვიანებით პენსილვანიის უნივერსიტეტში გადავიდა, რომელიც ეკონომიკის სპეციალობით წარჩინებით დაამთავრა.

წარსულში დედინაცვლის მსგავსად სამოდელო ბიზნესითა და დიზაინით იყო დაკავებული. დღეს კი მამის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია. ამჯამად უძრავი ქონებისა და სასტუმროების მენეჯმენტითაა დაკავებული. პარალელურად დააარსა საიუველირო ბრენდი, ფლობს სუნამოების, ჩანთების, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ხაზს.
mshoblebi
2009 წლიდან ივანკა ბიზნესმენ ჯარედ კუშნერზეა გათხოვილი. სიძე ჰარვარდის კურსდამთავრებული გახლავთ და საკუთარი ბიზნეს-კომპანიები აქვს.

ასევე იხილეთ, რას საქმიანობენ დონალდ ტრამპის სხვა შვილები
11043
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```