რა­ტომ გაც­ვა­ლა ანა კო­შა­ძემ პრეს­ტი­ჟუ­ლი უბა­ნი ქა­ლა­ქის შე­მო­გა­რენ­ზე?
რა­ტომ გაც­ვა­ლა ანა კო­შა­ძემ პრეს­ტი­ჟუ­ლი უბა­ნი ქა­ლა­ქის შე­მო­გა­რენ­ზე?
ყო­ფი­ლი მო­დე­ლის და ახ­ლა უკ­ვე ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის პი­არ­მე­ნე­ჯე­რის, ანა კო­შა­ძის ოჯახ­მა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ უარი თქვა თბი­ლი­სის პრეს­ტი­ჟულ უბან­ში ცხოვ­რე­ბა­ზე და სახ­ლი ქა­ლაქ­თან ახ­ლოს აიშე­ნა. კაკ­ლე­ბი - ასე ჰქვია იმ უბანს, სა­დაც ანა მე­უღ­ლეს­თან, ორ შვილ­სა და საყ­ვა­რელ ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად და­სახ­ლ­და. ეს გახ­ლავთ ად­გი­ლი წყნეთ­სა და ბა­გებს შო­რის, სუფ­თა ჰა­ე­რი­თა და კარ­გი ხე­დით. ანამ სა­დად, მაგ­რამ ლა­მა­ზად მოწყო­ბილ სახ­ლ­ში კარ­გი მეგ­ზუ­რო­ბა გაგ­ვი­წია და შვი­ლებ­თან ერ­თად ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ი­ღო.

- დი­დი
ხა­ნია, ჩემს ქმარს აქ ნაკ­ვე­თი აქვს, სულ გვინ­დო­და, რომ სახ­ლი აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა, და­ვიწყეთ, ნელ-ნე­ლა და­ვად­გით თა­ვი ყვე­ლა­ფერს და გად­მო­ვე­დით კი­დეც. წე­ლი­წა­დის ყვე­ლა სე­ზო­ნი აქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოა. მე­კითხე­ბი­ან ხოლ­მე, - შო­რი არაა ქა­ლა­ქი­დან, არ გი­ჭირს სი­ა­რუ­ლიო? მაგ­რამ რო­ცა მან­ქა­ნა გყავს, არა­ფე­რია რთუ­ლი, სა­ერ­თოდ არ მი­ჭირს და არც დის­კომ­ფორტს მიქ­მ­ნის. სამ­სა­ხუ­რი­დან რომ ამოვ­დი­ვარ და მან­ქა­ნი­დან გად­მო­სუ­ლი ამ ჰა­ერს ჩა­ვი­სუნ­თ­ქავ, ეს ღირს ყვე­ლაფ­რად.
mshoblebi
ულა­მა­ზეს ეზო­ში ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი დგას. პირ­ველ სარ­თულ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლია მი­სა­ღე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო და კა­ბი­ნე­ტი, მე­ო­რე­ზე – სა­მი სა­ძი­ნე­ბე­ლი, ორი აბა­ზა­ნა და ვე­რან­და...
- მე და ჩე­მი მე­უღ­ლე ჩარ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და­გეგ­მა­რე­ბა­ში, რე­მონ­ტ­ში, ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ისევ სამუ­შა­ო პრო­ცეს­ში ვართ.

სახლს მწვა­ნედ მო­ბი­ბი­ნე დი­დი ეზო
აკ­რავს გარს. ოჯა­ხის წევ­რებს უკ­ვე ხე­ხი­ლიც და­ურ­გავთ, ძაღ­ლე­ბის­თ­ვის ცალ­კე სამ­ყო­ფე­ლი მო­უწყ­ვი­ათ. მწვა­ნე მოლ­ზე მრგვა­ლი მა­გი­დაც და­უდ­გამთ.
- დი­დი ეზო გვაქვს, მი­სი მოვ­ლა და გა­ლა­მა­ზე­ბა არც ისე მარ­ტი­ვი ყო­ფი­ლა, რო­გორც შო­რი­დან ჩანს. ყვა­ვი­ლე­ბი მზემ გაგ­ვიხ­მო, ახ­ლა ხე­ებ­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ. სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, აქამ­დე არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მქო­ნია, ბოს­ტა­ნი მქო­ნო­და, მაგ­რამ წელს მო­მინ­და. ჩვე­ნი ხე­ე­ბის­გან წელს მწი­რი, მაგ­რამ ნა­ტუ­რა­ლუ­რი ნა­ყო­ფი რომ მოვიწიეთ, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და და სწო­რედ ამი­ტომ გა­მიჩ­ნ­და სურ­ვი­ლი, სა­კუ­თარ ეზო­ში მო­ვიყ­ვა­ნო ის, რი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მექ­ნე­ბა. ეზო­ში და­გეგ­მი­ლი გვაქვს დი­დი აუზის გა­კე­თე­ბა, იმე­დია, მო­ვა­ბამთ თავს. განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ანას სახლ-კარი
ტეგები: ანა კოშაძე
5953
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?