ელი სააბი - ყველაზე ცნობილი ლიბანელი დიზაინერის უცნობი ოჯახი და შვილები, რომლებმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრეს
ელი სააბი - ყველაზე ცნობილი ლიბანელი დიზაინერის უცნობი ოჯახი და შვილები, რომლებმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრეს
ამ ლიბანელი დიზაინერის სახელი უკვე მთელმა მსოფლიომ იცის. მისი შექმნილი საღამოს თუ საქორწილო კაბები ჯერ კიდევ მისი კარიერის დასაწყისში მოირგეს ყველაზე ცნობილმა ქალბატონებმა. მსოფლიო საქორწილო მოდამ მისი წყალობით უდიდესი ნაბიჯი გადადგა წინ.
დიზაინერი 1964 წლის 4 ივლისს ბეირუთში, კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. მშობლებმა სიყმაწვილეშივე შეამჩნიეს ჭრა-კერვის ნიჭი და დარწუნებულები იყვნენ, რომ ბიჭი მკერავი გამოვიდოდა. სულ პატარა ბიჭი საკუთარ დებს დიდებულ კაბებს უკერავდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ლიბანში მკერავის პროფესია ოდითგანვე მამაკაცურ საქმედ
მიიჩნეოდა. ამ ქვეყანაში მკერავებს ძალიან დიდ პატივს სცემდნენ. თუმცა იყო ერთი მაგრამ... საქმე ის იყო, რომ აღმოსავლეთში მკერავი გარკვეულ დოგმებს უნდა დამორჩილებოდა, მის ფანტაზიას არცთუ დიდი გასაქანი ჰქონდა.
უფრო ფართო ასპარეზზე გაჭრის სურვილმა იმდენი ქნა, რომ ელი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. 1981 წელს ელი სააბი დიზინერის პროფესიის დაუფლებას შეუდგა.  მსოფლიო მოდის სამყაროში პროფესიონალიზმის ამაღლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება და საკუთარი მოდის სახლის გახსნა გადაწყვიტა. მან აქცენტი სადღესასწაულო და საქორწინო კაბებზე გააკეთა. მისმა ჩანაფიქრმა გაამართლა. დიზაინერი საკუთარ სამშობლოში უდიდესი წარმატებით სარგებლობდა.
mshoblebi
ამ ყველაფერთან ერთად აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საყოველთაო აღიარებასა და წარმატებას მან სულ რაღაც 18 წლის ასაკში მიაღწია. საკუთარი ნამუშევრებისთვის ის უძვირფასეს ქსოვილებს იყენებდა.
დღესდღეობით მის სალონს სტუმრობენ არა მარტო ლიბანელი, არამედ ფრანგი და შვეიცარიელი უმდიდრესი ქალაბტონები.
1997 წელს იგი იტალიური მოდის პალატის საპატიო წევრად აირჩიეს. ელი სააბი ამ პალატის პირველი უცხოელი წევრი გახლავთ. მისი ჩვენებები მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში იმართება და უდიდესი წარმატებებით ტარდება.
mshoblebi
2000 წელს მან საფრაგეთში საკუთარი მოდის სახლი გახსნა, 2003 წელს კი ელი სააბის მოდის სახლი მაღალი მოდის სინდიკატის შემადგენლობაში შევიდა. 2005 წელს მისი პრეტ-ა-პორტეს პირველი კოლექციის ჩვენება ჩატარდა საფრანგეთში. მისი ბრენდის ბუტიკები მთელ მსოფლიოში იხსნება. ელი სააბის სამოსის მორგება არა მარტო ავტორიტეტზე მიუთითებს, არამედ კარგ გემოვნებაზეც.
mshoblebi
დღესდღეობით ელი სააბი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ბეირუთში ცხოვრობს. სწორედ აქ, საკუთარ შტაბბინაში ქმნის ნიჭიერი დიზაინერი ოტ-კუტიურ კოლექციებს. მილანში კი მისი პრეტ-ა-პორტე კოლექციები იქმნება.
mshoblebi
მისი ვაჟები, სიმპათიურები და დახვეწილები, არანაკლებ ექცევიან ყურადღების ცენტრში და სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ. ელი ამ მხრივაც გამოირჩევა ბევრი დიზაინერისგან - სამაგალითო მეოჯახე და კარგი მამაა.
mshoblebi
22622
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
kk
0
უძლიერესი დიზაინერეია ,რა სიმპატიური შვილები ყოლია
17:35 / 17-04-2017
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```