შარვლები და ზედა ჩასაცმელები ბავშვის ზრდასთან ერთად იწელება სპეციალური ქსოვილის წყალობით, შარვლები და ზედა ჩასაცმელები ბავშვის ზრდასთან ერთად იწელება. ლონდონის სამეფო კოლეჯის კურსდამთავრებულმა, 24 წლის რაიან რაისმა თავისი გამოგონებისთვის პრესტიჟული საერთაშორისო პრემია მიიღო.
უდაოდ ბევრი მშობელი იქნება რაინის მადლიერი, რადგან მისი სამოსი განკუთვნილია 4-6 თვიდან 3 წლამდე ბავშვებისთვის. ეს ხომ ბავშვის აქტიური ზრდის პერიოდია და მშობლებს გამუდმებით უწევთ პატარებისთვის ახალ- ახალი სამოსის ყიდვა. Petit Pli-ის კოლექციის წყალობით ბავშვს ახალშობილობიდან ბაღის ასაკამდე შეუძლია ატაროს შარვლები, კომბინიზონები, მაისურები და სხვ. წელვადი სინთეტიკური ქსოვილის საიდუმლომის სრულიად განსხვავებულ სტრუქტურაშია, რომელიც რაინმა ორიგამის შეადარა. ტანსაცმელი გათვლილია ქუჩაში ბავშვის აქტიური თამაშისა და თავისუფალი მოძრაობისათვის. ამიტომ ქსოვილი არ სველდება, არ ეკარება ჭუჭყი, სუნთქავს და კარგად იტანს მრავალჯერად რეცხვას სარეცხის მანქანაში. ამასთან, ტანსაცმელი იმდენად კომპაქტურია, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი დაკეცვა და ჯიბეში მოთავსება შეიძლება. ასეთი "ჯადოსნური" ქსოვილის გამოგონებისთვის რაინს 1 წელი დასჭირდა. იგი ამბობს, რომ ჯერ საკუთარი ბავშვები არ ჰყავს, თუმცა ჰყავს ძალიან აქტიური ნათესავები. ამიტომ კარგად ესმის ის პრობლემები, რასაც მათი მშობლები ხვდებიან.