მის სტილს თურმე ბევრი იმეორებს ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე მოდური ბავშვები - ჰარპერ ბექჰემი, სური კრუზი თუ კინგსტონ როსდეილი ვერც კი შეედრებიან აღიარებით 5 წლის ესპანელ ბიჭუნას მატეო ალონსოს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მოდურ ბიჭუნად აღიარეს.
მატეოს თაყვანისმცემლების არმია ჰყავს არა მარტო პატარებს შორის, არამედ უფროსებშიც - ის მათთვის მისაბაძი მაგალითია და მის სტილს თურმე ბევრი იმეორებს.
პატარას დედა სტილისტია, მოდურ ჟურნალებთან თანამშრომლობს. მამა კი კერძო კომპანიის მფლობელია, ასე რომ, ფული საკმარისი აქვთ ბავშვის "გასაპრანჭად". დედა დაუსრულებლად ყიდულობს ბრენდებს ბიჭუნასთვის და საკუთარი გემოვნებით, ხანაც - მატეოს სურვილით, ქმნიან კოსტიუმებს, რომლებიც შემდეგ დიდი მოწონებით სარგებლობს.
თქვენ თუ მოგწონთ მატეოს სტილი?