მიზეზი მარტივია... თუ, თქვენ ჩინეთის ზოგიერთი ქალაქისა თუ სოფლის ქუჩებში გაისეირნებთ, თქვენს ყურადღებას პატარა გოგონებისა და ბიჭების მოშიშვლებული საჯდომები მიიპყრობს.
საქმე ისაა, რომ ჩინეთში დაშვებულია, ბავშვმა, ლამის სკოლის ასაკამდე, როცა კი მოუნდება, პირდაპირ ქუჩაშიც მოისაქმოს.
პატარები უფროსის მითითებაზე, ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე, ქუჩის ნებისმიერ მონაკვეთში ჯდებიან და ისაქმებენ.
ამ ხერხით ჩინელები საფენების ეკონომიასაც აკეთებენ.
გარდა ამისა, იმავე ჩინეთში არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია - მშობიარობის შემდეგ ქალები თითქმის მთელი თვე წოლით რეჟიმს იცავენ. ასე აღიდგენენ ძალებს.