კაბები ბიჭებისთვის – საოცარი, მაგრამ ნამდვილი ფაქტები ფოტოებითურთ
კაბები ბიჭებისთვის – საოცარი, მაგრამ ნამდვილი ფაქტები ფოტოებითურთ
დღეს რომ ვინმემ ბიჭს კაბა ჩააცვას, რას აღარ დასწამებენ. აი XVI-XIX საუკუნეებში კი ბევრ ქვეყანაში და სხვათა შორის, წარჩინებულ ოჯახებშიც, 6-8 წლამდე ბიჭებს კაბებს აცმევდნენ. უამრავი პორტრეტია შემონახული, რომლებზეც კარგად ჩანან კაბებში გამოწყობილი ბიჭუნები.

მაგალითად, იმპერატრიცა მარია ვაჟთან, მომავალ იმპერატორ ნიკოლოზ II-სთან ერთად.

mshoblebi



ასე გამოიყურებოდა ბავშვობაში ფრანკლინ რუზველტი.

mshoblebi



ბიჭები მოუთმენლად ელოდნენ, როდის დართავდნენ "მოზრდილთა" სამოსის ჩაცმას – შარვლის. როგორც წესი, ეს 7-8 წლის შემდეგ ხდებოდა. ამ მოვლენის აღსანიშნავად ოჯახურ ზეიმებსაც
კი აწყობდნენ. ტრადიცია მხოლოდ მე-20 საუკუნეში გაქრა.

mshoblebi

თუმცა სულ ცოტა ხნის, როდესაც ბრიტანეთის პატარა პრინცი ჯორჯი მონათლეს, მას ძველი მონარქიული ტრადიციის თანახმად, გრძელი პერანგი ეცვა – სწორედ გოგონას კაბის მსგავსი.

mshoblebi

ძველად მიაჩნდათ, რომ სანამ ბიჭს დედა უვლიდა, მას კაბა უნდა სცმოდა, ხოლო როდესაც მის აღზრდაში მასწავლებლები ან მამა ერთვებოდნენ, მას მამაკაცის სამოსს აცმევდნენ.
კიდევ ერთი მიზეზი – კაბაში ბიჭებს უფრო უიოლდებოდათ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ვინც არ იყო კარგად უზრუნველყოფილი, მათთვის ესეც მნიშვნელოვანი იყო და ისიც, რომ კაბის შეკერვა, დაგრძელება-დამოკლება გაცილებით მარტივი იყო.

მართალია, ბიჭებისა და გოგონების კაბები ერთმანეთს ჰგავდა, მაგრამ განსხვავებაც ჰქონდა – ბიჭების კაბების ფერები უფრო მოკრძალებული იყო, ღილებიც სხვანაირად ჰქონდა განლაგებული.
რაც შეეხება ფერებს და იმას, თუ როდის გაჩნდა ბიჭებისა და გოგონების სამოსის ფერებში ვარდისფერი და ცისფერი, ამაზე შეგიძლიათ სტატია იხილოთ.

mshoblebi
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ გამოაქვეყნა ბაბუის ფოტო, რომელსაც თურმე პატარაობიდან კაბებს აცმევდნენ – მშობლებს უნდოდათ, გოგონა ჰყოლოდათ. უფრო დაწვრილებით იხილეთ სტატია.

6625
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```